დემეტრე ვიპატოსი
იერსახე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
დემეტრე ვიპატოსი — ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის უმცროსი ძე.
ვიპატოსის ბიზანტიის საკარისკაცო ტიტული მინიჭებული უნდა ჰქონდეს მავრიკიოს კეისრის მიერ VI საუკუნის 90-იან წლებში. დემეტრე ვიპატოსი იყო მცხეთის ჯვრის ტაძრის ერთ-ერთი აღმაშენებელი. ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე სამი ქტიტორის კომპოზიციაში, შემონახულია მისი რელიეფური გამოსახულება, წარწერით.
ლიტერატურა
- ბოგვერაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2012. — გვ. 375.