გუარამი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: გუარამის მონეტა (შეინიშნება სასანიდური გავლენა). | |
ერისმთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 575 |
მმართ. დასასრული: | 600 |
წინამორბედი: | სასანიდი მარზპანი |
მემკვიდრე: | სტეფანოზ I |
შვილები: |
სტეფანოზ დემეტრე |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ბაგრატ ბივრიტიანი[1] |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
გუარამი, გვარამი[2] — ქართლის პირველი ერისმთავარი (575–600) სასანიანთა იმპერიის ადმინისტრაციული მოხელის – მარზპანის (სპარს. ოლქის მმართველი) გამგებლობის შემდეგ და კლარჯეთის კურაპალატი (588–≈590).
არსებობს მოსაზრება, რომ გუარამი უნდა იყოს VI საუკუნის 70-იან წლებში ირანის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის მეთაური გურგენი. ჯუანშერის ცნობით, გუარამი იყო ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი დედის მხრიდან. მას ქართლის ერისთავების თხოვნით ბიზანტიის კეისარმა კურაპალატობა უბოძა და ქართლის მეფედ დანიშნა. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობით, გუარამი ქართლის ერისთავებმა აირჩიეს ერისმთავრად. სუმბატ დავითის ძე გუარამს ქართველ ბაგრატიონთა მამამთავრად მიიჩნევს. წყაროების საერთო მოწმობით, გუარამმა საფუძველი ჩაუყარა მცხეთის ჯვრის ტაძარს.
წარმომავლობა
სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში მოცემულია გუარამის გენეალოგია, რომელიც უკავშირდება ისრაელის მეფე დავითს. ჯუანშერის ცნობით, გუარამი იყო ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი.
სუმბატ დავითის ძე და ჯუანშერი ერთხმად აღიარებენ, ბიზანტიის კარზე გუარამის კურაპალიტად დანიშვნას. გუარამი ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველი კურაპალატია.
სუმბატ დავითის ძე გუარამს თვლის ქართველ ბაგრატიონთა მამათავრად. წყაროების საერთო მოწმობით, გუარამმა საფუძველი ჩაუყარა მცხეთის ჯვრის ტაძარს.
ლიტერატურა
- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 287.
- ზ. ალექსიძე, ქართლში ბაგრატიონთა დინასტიის პირველი გამოჩენა, კრებული ბაგრატიონები, თბილისი, 2003.
- მ. ბახტაძე, ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში. თბილისი, 2003;
- ჯუანშერი, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა I. თბილისი, 1955. გვერდი 218-222;
- ვ. გოილაძე, VI საუკუნეში ქართლის ადგილობრივი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დათარიღებისათვის. მაცნე, ისტორიის სერია №1, 1979;
- ა. ბოგვერაძე, ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს აღდგენა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი II, თბილისი, 1973;
- სუმბატ დავითის ძე, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა I. თბილისი, 1955. გვერდი 372-374;
- მოქცევაჲ ქართლისაჲ, ძველი ქართული აგოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. ი. აბულაძის გამოცემა I, თბილისი, 1963;
- პროკოპი კესარიელი, გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა II. თბილისი, 1965;
- ყაუხჩიშვილი, ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1936.
სქოლიო
- ↑ საქართველოს სამეფო სახლი, გენეალოგია
- ↑ ვახუშტის „საქართველოს ისტორია“; გვერდი: — დ —
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წინამორბედი: სასანიდი მარზპანი |
ქართლის მეფე კურაპალატი 575 — 600 |
შემდეგი: სტეფანოზ I |
|