დიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი | |
დიმიტრი ქუმსიშვილი დიმიტრი ქუმსიშვილი მარცხნივ | |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 სექტემბერი, 2015 – 27 ნოემბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | გიორგი კვირიკაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ნოემბერი, 2016 – 13 ნოემბერი, 2017 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | ნოდარ ხადური |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 ნოემბერი, 2017 – 20 ივნისი, 2018 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | გიორგი გახარია |
მემკვიდრე | გიორგი ჩერქეზიშვილი |
დაბადებული | 7 სექტემბერი, 1974 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | ფიზიკოსი, ეკონომისტი |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
დიმიტრი ქუმსიშვილი (დ. 7 სექტემბერი, 1974) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 27 ნოემბრამდე იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2016 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე ფინანსთა მინისტრი. 2015 წელს იყო ქალაქ თბილისის ვიცე-მერი.[1]
ბიოგრაფია
დიმიტრი ქუმსიშვილი სწავლობდა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1992 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1998 წელს. 1995-1996 წლებში სს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ წამყვანი სპეციალისტი; 1996-1997 წლებში „აუდიტკონსალტინგის“ აუდიტორი; 1997-1999 წლებში „ქართუ ბანკის“ ხაზინის უფროსი; 1999-2011 წლებში „ბანკ ქართუს“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე; 2010-2012 წლებში შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; პარალელურად, 2011-2012 წლებში ჰოლდინგ „პალიტრა მედიის“ ბიზნესგანვითარების დირექტორი. 2012 წლამდე შპს „რეშენალ სოლუშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, და იმავე პერიოდში, დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის დირექტორი.
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში დიმიტრი ქუმსიშვილი 2012 წლის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკის „ქართული ოცნება“ გამარჯვების შემდეგ მოვიდა. 2015 წლის 30 ნოემბრიდან ვიცე-პრემიერი, 2016 წლის 13 ივნისიდან დღემდე — პირველი ვიცე-პრემიერი.
2017 წლის 13 ნოემბერს მეორეჯერ დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად.[2]
მშობლიური ქართულის გარდა ფლობს ინგლისურსა და რუსულს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: გიორგი კვირიკაშვილი |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2015 – 2016 |
შემდეგი: გიორგი გახარია |
|