მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე | |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ოქტომბერი, 2012 – 5 ნოემბერი, 2014 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | გრიგოლ ვაშაძე |
მემკვიდრე | თამარ ბერუჩაშვილი |
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2007 – 2010 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ლადო გურგუნიძე გრიგოლ მგალობლიშვილი ნიკა გილაური |
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2004 – 2007 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია ზურაბ ნოღაიდელი |
დაბადებული | 16 ოქტომბერი, 1960 თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველოს დროშა საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო (2012-2014) თავისუფალი დემოკრატები |
მამა | გურამ ფანჯიკიძე |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იენის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი |
პროფესია | პედაგოგი, დიპლომატი, ფილოლოგი |
მაია ფანჯიკიძე (დ. 16 ოქტომბერი, 1960, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი დიპლომატი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 5 ნოემბრამდე.[1]
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა). 1983-1994 მუშაობდა თბილისის მე-6 ქართული გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლად, აგრეთვე იყო გერმანული ენის სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი. 1988-1994 იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის დოცენტი. 1993-1994 — გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე. 1994-1997 იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი. 1997-2001 — გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 2001-2002 წლებში — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 2004 წლის თებერვლიდან მარტამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2004-2007 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2007-2010 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; 2010–2011 იყო გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი. „ევროპული სკოლის“ და სკოლა „ლოგოსის“ გერმანული ენის მასწავლებელი.
2011 წლის დეკემბრიდან იყო ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერი.[2] 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა დაამტკიცა ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტი. მაია ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა.[3] ამ თანამდებობაზე დარჩა ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტის დამტკიცების შედეგადაც (20 ნოემბერი, 2013).[4] 2014 წლის 5 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ის ტოვებდა მინისტრის პოსტს და ასევე კოალიცია „ქართულ ოცნებას“. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მსგავსად, რომელიც ფანჯიკიძის დის მეუღლეა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმაც მისი გადაწყვეტილების მიზეზად ის საფრთხე დაასახელა, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ემუქრებოდა.[5]
ფლობს რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ნიდერლანდურ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ FM Panjikidze Resigns. „სივილ ჯორჯია“. 5 Nov.'14 (ინგლისური)
- ↑ მინისტრობის კანდიდატები და ბიოგრაფიები
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: გრიგოლ ვაშაძე |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2012 – 2014 |
შემდეგი: თამარ ბერუჩაშვილი |
თარგი:საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები თარგი:საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრები
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 16 ოქტომბერი
- დაბადებული 1960
- ქართველი პედაგოგები
- ქართველი დიპლომატები
- ქალი დიპლომატები
- საქართველოს ქალი საგარეო საქმეთა მინისტრები
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- თბილისში დაბადებულები
- ფანჯიკიძეები
- „ქართული ოცნების“ წევრები