დოდო გარეჯელი
იერსახე
დოდო გარეჯელი — ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ცნობით, VI საუკუნის სასულიერო მოღვაწის დავით გარეჯელის უახლოესი მოწაფე და თანამშრომელი, კახეთის მკვიდრი.
დოდოს მიეწერება გარეჯის მრავალმთის სანახებში შემდგომში დოდოს რქის სახელით ცნობილი მონასტრის დაარსება. დოდოს ცხოვრების შესახებ ცნობები ჩართულია დავით გარეჯელის ცხოვრებაში. დოდო გარეჯელის ხსენების დღე გარდამავალი დღესასწაულია და იზეიმება ამაღლების შემდეგ ოთხშაბათს.
1881 წელს, მიხეილ საბინინის თაოსნობით, დოდო გარეჯელის წმინდა ნაწილები, დოდოს რქის მონასტრის სავალალო მდგომარეობის გამო, გადაასვენეს დავითის ლავრაში.[1]
ლიტერატურა
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2012. — გვ. 466-467.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ საბინინი მ., „საქართველოს სამოთხე“, 1882, გვ. 637-639
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|