შინაარსზე გადასვლა

თადეოზ სტეფანწმინდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Tadeoz stefanwmindelis monasteri.jpg
თადეოზ სტეფანწმინდელის სახელობის მონასტერი

თადეოზ სტეფანწმინდელი, თათე მამებელიVI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 21  აგვისტო (3 სექტემბერი)). დააარსა სტეფანწმინდის მონასტერი. დასაფლავებულია იქვე.

ცხოვრება

ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. იქვე, ზედაზნის მთის ძირში, ააშენა მონასტერი. შემდეგ წლევის მთაში, ახლანდელი კასპის მახლობლად, დაუარსებია სტეფანწმინდის მონასტერი[1], სადაც დასაფლავებულია. მას მიეწერება აგრეთვე ურბნისში წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება.

ხსენების დღე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თადეოზ სტეფანწმინდელის ხსენების დღეს 3 სექტემბერს [ძვ. სტ. 21 აგვისტო] აღნიშნავს[2].

ლიტერატურა

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted