დურანის სახელმწიფო
დურანის სახელმწიფო د درانیانو ټولواکمني აბსოლუტური მონარქია | |||||||||
| |||||||||
ესკიზის შექმნის შეცდომა: | |||||||||
დედაქალაქი | ყანდაარი (1747–1776) ქაბული (1776–1823, 1839–1842) პეშავარი (1776–1818; ზამთრის დედაქალაქი) ჰერათი (1818–1862) | ||||||||
ენა | პუშტუ, სპარსული | ||||||||
რელიგია | ისლამი | ||||||||
შაჰი | |||||||||
- 1747–1772 | აჰმად შაჰ დურანი (პირველი) | ||||||||
- 1839–1842 | შუჯა შაჰ დურანი (ბოლო) | ||||||||
დღეს მის ადგილას მდებარეობს: | ავღანეთის დროშა ავღანეთი, ესკიზის შექმნის შეცდომა: ინდოეთი, ირანის დროშა ირანი, პაკისტანი, ესკიზის შექმნის შეცდომა: ტაჯიკეთი, თურქმენეთის დროშა თურქმენეთი, ესკიზის შექმნის შეცდომა: უზბეკეთი | ||||||||
დურანის იმპერია — პუშტუნთა ისტორიული სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ავღანეთის, პაკისტანის, ირანის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილის, ინდოეთის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილის ტერიტორიებს ქაშმირის ჩათვლით. დაარსდა 1747 წელს ყანდაარში მხედართმთავარ აჰმად-შაჰ დურანის მიერ. მისი მემკვიდრეები დროს იმპერია დაიშალა დამოუკიდებელ – პეშავარის, ქაბულის, ყანდაარის, ჰერათის სამთავროებად. დურანის იმპერიას ხშირად განიხილავენ, როგორც თანამედროვე ავღანეთის წინაპარ სახელმწიფოს.
ნადირ შაჰის მმართველობა
ნადირ შაჰის მმართველობა 1747 წელს დასრულდა. ის მოკლეს. სავარაუდოდ, მკვლელობა წინასწარ იქნა დაგეგმილი მისი ძმისწულის ალი ყულის მიერ, თუმცა არანაირი საბუთი ამ თეორიას არ ამყარებს. მით უმეტეს, რომ მოგვიანებით, იმავე წელს ლოია ჯირგაზე (თათბირზე) ერთმანეთს შეხვდნენ ავღანელი სარდლები ახალი სახელმწიფო მეთაურის ასარჩევად. არჩეულ იქნა აჰმად–შაჰი. მიუხედავად იმისა, რომ აჰმად–შაჰი საკმაოდ ახალგაზრდა იყო სხვა სარდლებთან შედარებით იმ დროისათვის, რამდენიმე მთავარი ფაქტორი არსებობდა მის სასარგებლოდ.
- ის იყო პუშტუნთა ტომში ყველაზე ცნობილი სადოზაის კლანის უხუცესის ასადულ ხანის პირდაპირი მემკვიდრე.
- ის იყო უდავოდ ქარიზმატული ლიდერი და სახელოვანი მეომარი, რომელსაც ჰყავდა საკმაოდ ძლიერი, გაწვრთნილი და მობილური რამდენიმე ათასიანი კავალერია.
- არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მან დიდი წვლილი შეიტანა ნადირ შაჰის მკვლელობაში.
აჰმად შაჰ გახდა მმართველი და მიიღო წოდება "Durrani" ("მარგალიტთა მარგალიტი"). ამის შემდეგ პუშტუნები ცნობილი იყვნენ დურანის სახელით. ეს სახელით ეწოდა ახალ სახელმწიფოსაც – დურანის იმპერია.
პირველი გამარჯვებები
აჰმად–შაჰმა თავისი მმართველობა დაიწყო ჯერ ღაზნის, შემდეგ ქაბულის აღებით. 1747 წელს დიდ მოგოლთა იმერატორები იძულებული გახდნენ დათმობებზე წასულიყვნენ. მათ დატოვეს ტერიტორიები სინდი, პენჯაბი, აგრეთვე, მდინარე ინდის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რათა დაეცვათ თავი ავღანელთა შეჭრისაგან ქვეყანაში.
ამდენად, ავღანელებმა უბრძოლველად მიიღეს აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები. აჰმად შაჰმა დასავლეთით აიღო ჰერათი, რომელსაც მართავდა ნადირ შაჰის შვილიშვილი შახრუხი. ჰერათი დაეცა თითქმის ერთწლიანი ალყისა და სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ. ზუსტად ასე, დაეცა მეშჰედი, რომელიც დღეისათვის მდებარეობს ირანის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ აჰმადმა მიმართა თავისი არმია ჩრდილოეთით ჰინდიყუშის მთიანეთისკენ. მცირე ხნით, მძლავრი არმიის წყალობით, მისი ბატონობის ქვეშ მოექცა თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, და ხაზართა ტომები. აჰმადი შეიჭრა დიდ მოგოლთა იმპერიაში და დაამყარა კონტროლი პენჯაბსა და ქაშმირზე. 1757 წლის დასაწყისში მან აიღო ქალაქი დელი, თუმცა მოგოლ იმპერატორებს შეუნარჩუნა მინიმალური ძალაუფლება მანამდე, სანამ მმართველბმა არ ცნეს აჰმად შაჰის სიუზერენობა პენჯაბზე, სინდსა და ქაშმირზე. აჰმად შაჰმა ინდოეთში გაამეფა თავისი მეორე ვაჟი, ხოლო თვითონ დაბრუნდა ავღანეთში.
რესურსები ინტერნეტში
- Afghanistan 1747-1809: Sources in the India Office Records Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Some details and images of Durrani coins
- Biography of Ahmad Shah Abdali (Durrani) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Ahmad Shah Baba
- History of Abdali tribe Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Afghanistan and the Search for Unity