შინაარსზე გადასვლა

ვატიკანის მუზეუმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Lightmatter vaticanmuseum.jpg
ვატიკანის მუზეუმი

ვატიკანის მუზეუმები (იტალ. Musei Vaticani) — მსოფლიოში უდიდესი მუზეუმი, მდებარეობს ვატიკანში. დააარსა რომის პაპმა იულიუს II-მ XVI საუკუნეში. 2007 წელს მუზეუმებს დასათვალიერებლად ეწვია 4.310.083 ტურისტი. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვატიკანის მუზეუმს ხშირად ძარცვავდნენ, ხშირად ზარალდებოდა ომის გამო, მაინც ერთ-ერთი საუკეთესო და უდიდესი ისტორიის მქონე მუზეუმია. ყოველთვის ემატებოდა და ყოველთვის ივსებოდა კოლექცია, დაწყებული რენესანსის ეპოქიდან. დღეს ერთ-ერთი ყველაზე ფართო კომპლექსის მქონე მუზეუმია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პინაკოთეკას, პიუს-კლემენტის, რაფაელის და სიქსტის კაპელას განყოფილებებს.

ვატიკანის მუზეუმები

სახელწოდება მდებარეობა კოლექცია ილუსტრაცია
გროგოლის ეტრუსკული მუზეუმი ინოკენტი VIII სასახლეში (18 დარბაზი) შედგება ეტრუსკებისა და ეტრუსკების სამარხებში აღმოჩენილი ძველი ბერძნული ჭურჭლისაგან. ფაილი:Etruskisches Museum Vatican.JPG
ვატიკანის ბიბლიოთეკა
  • პიუს IX-ის დარბაზი
  • ალდობრანდინის საქორწინო დარბაზი
  • პაპირუსების დარბაზი
  • ალექსანდრეს დარბაზი
  • პავლეს ორი დარბაზი
  • კლიმენტის დარბაზი
  • სიქსტუსის სალონი
  • სიქსტუსის დარბაზი
  • ურბან VIII გალერეა
  • პიუს V კაპელა
  • რელიგიის ხელოვნების მუზეუმი
უძველესი ხელნაწერების მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექცია.
პიო-კრისტიანოს მუზეუმი ეძღვნება ადრექრისტიანული ნამუშევრების კოლექციას რომის კატაკომბებიდან.
ვატიკანის პინაკოთეკა ბელვედერის სასახლე XI–XIX სს. ბიზანტიური და ევროპული მხატვრობა. ფაილი:Da Forli - Music-Making Angel.jpg
წმინდა პეტრეს ტაძარი ფაილი:Watykan Bazylika sw Piotra.JPG
კიარამონტის მუზეუმი ბელვედერი ეძღვნება ანტიკურ სკულპტურებს ფაილი:Statue-Augustus.jpg
ვატიკანის ისტორიული მუზეუმი ლატერანის სასახლე გამოფენილია ვატიკანის ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატები. ფაილი:Pavelig karet.jpg
თანამედროვე რელიგიური ხელოვნების კოლექცია ბორჯიას აპარტამენტებში გალერეაში წარმოდგენილია რელიგიის ხელოვნების თანამედროვე ნიმუშები.
ეთნოლოგიურ-მისიონერული მუზეუმი ახალი შენობა პაპის სასახლეში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური კულტების ექსპონატები და ილუსტრაციები.

მუზეუმები პაპის სასახლეში

სახელწოდება მდებარეობა კოლექცია ილუსტრაცია
ბორჯიას აპარტამენტები ნიკოლოზ V სასახლე (5 დარბაზი, პაპის საძინებელი და საგანძური) ადრე ალექსანდრე VI პირადი აპარტამენტები, ახლა აქ განტავსებულია თანამედროვე რელიგიური ხელოვნების კოლექცია
სიქსტეს კაპელა ფაილი:God2-Sistine Chapel.png
ნიკოლინას კაპელა ინოკენტი III კოშკში (აპოსტოლური სასახლე) პაპ ნიკოლოზ V-ის პირადი კაპელა. ფაილი:Fra Angelico 091.jpg
რაფაელის ოთახები ფაილი:Raffael 058.jpg
გეოგრაფიული რუკების გალერეა ფაილი:Vatican Museum - Gallery of Maps.jpg
ჭაღების გალერეა ფაილი:Ganymede Leochares Vatican Inv2445.jpg
გალერეა არაცი
ეტლების დარბაზი

ინოკენტი VII სასახლე

სახელწოდება მდებარეობა კოლექცია ილუსტრაცია
პიუს-კლიმენტის მუზეუმი ბელვედერის სასახლეში

(8 დარბაზი)

ძირითადად დაცულია ცნობილი ბერძნული და რომაული ხელოვნების ნიმუშები (სკულპტურა, მოზაიკა) ფაილი:Laokoon in Museo Pio Clementino.JPG
გრიგოლის ეგვიპტური მუზეუმი 9 დარბაზი დაცულია ეგვიპტური ხელოვნების რამდენიმე ნიმუში რომიდან და მისი შემოგარენიდან. ფაილი:Museo Gregoriano 003.jpg
კიაროსკურის დარბაზი
რაფაელის ლოჟა

კოლექცია


რესურსები ინტერნეტში