შინაარსზე გადასვლა

წმინდა პეტრეს ბაზილიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმ. პეტრეს ტაძარი სანტ-ანჯელოს ციხიდან.
ესკიზის შექმნის შეცდომა:
წმ. პეტრეს ტაძარი, ვივიანო კოდაცის მიერ, 1630 წ.

წმინდა პეტრეს ტაძარი (იტ. Basilica di San Pietro in Vaticano) — რომის (ვატიკანის ჩათვლით) ოთხ მთავარ ბაზილიკათა შორის რანგით მეორე ტაძარი. სავარაუდოდ მსოფლიოში უდიდეს ქრისტიანულ ტაძარს 23.000 მ² ფართობი უჭირავს და 60.000 ადამიანს იტევს. ტაძარი ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება და აქ არის დაკრძალული პეტრე მოციქული (რომლის სახელსაც თავად ტაძარი ატარებს), იესოს თორმეტ მოციქულთაგანი, ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი და მოგვიანებით რომის პირველი ეპისკოპოსი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმა პეტრეს რომში ყოფნას ან იქ წამებას არ ასახელებს, ძველი ტრადიციით მიიჩნევა, რომ მისი სამარხი ტაძრის საკურთხევლის ქვეშ იმყოფება. ამ მიზეზით, მრავალი პაპი, პირველის ჩათვლით, ამ ადგილას იმარხება. თანამედროვე ბაზილიკის მშენებლობა დაიწყო 1506 წლის 18 აპრილს, ხოლო დასრულდა 1626 წელს. მის ადგილას უწინ კონსტანტინიანეს ბაზილიკა მდებარეობდა.

ლიტერატურა

  • Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  • Hintzen-Bohlen, Brigitte; Sorges, Jürgen (2001). Rome and the Vatican City. Köln: Könemann. ISBN 3-8290-3109-2Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 

რესურსები ინტერნეტში