ზოლტან ტილდი
ზოლტან ტილდი (უნგრ. Zoltán Tildy; დ. 18 ნოემბერი, 1889, ლუჩენეცი, სლოვაკია — გ. 3 აგვისტო, 1961, ბუდაპეშტი) — გავლენიანი უნგრელი პოლიტიკოსი,უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 1945-1946 წლებში და უნგრეთის პრეზიდენტი 1946-1948 წლებში.
დაიბადა ლუჩენცში ადგილობრივი ჩინოვნიკის ოჯახში. სწავლობდა თეოლოგიას პაპის თეოლოგიურ აკადემიაში. იყო უნგრეთის პარლამენტის წევრი. 1945 წლის 15 ნოემბრიდან 1946 წლის 1 თებერვლამდე ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რის შემდეგაც შეუდგა ქვეყნის მეთაურის მოვალეობის შესრულებას. პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა 1948 წლის 31 ივლისამდე. 1956 წლამდე იმყოფებოდა შინაპატიმრობაში. უნგრეთში 1956 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ დააპატიმრეს და მიუსაჯეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ 1959 წელს გაათავისუფლეს ინდივიდუალური ამნისტიის საფუძველზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ამის შემდეგ იგი პრაქტიკულად აღარ მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში.
გარდაიცვალა 1961 წელს.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ზოლტან ტილდი“ ვიკისაწყობში.
- Föglein Gizella: Az államfő "intézménye" 1944 és 1949 között
- Haas György: A kisgazda államminiszter Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Sulinet
|