შინაარსზე გადასვლა

თელეთის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თელეთის ქედი
ქედის ხედი ჩრდილოეთიდან
ქედის ხედი ჩრდილოეთიდან
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თბილისი
სიგრძე 14 კმ
ამგებელი ქანები ვულკანოგენური ქანი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:Nobr

თელეთის ქედიქედი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტში და თბილისში. წარმოადგენს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტოქედს. აღმოსავლეთით მტკვრის ხეობამდე ეშვება, სამხრეთიდან საზღვრავს თბილისის ქვაბულს. ქედს განედური მიმართულება აქვს და გადაჭიმულია 13-14 კმ-ზე.[1] დაბალმთიანია (1100 მ-მდე[1]). თელეთის ქედზეა მწვერვალი შავნაბადა და აზეულა. აქვს მოსწორებული თხემი და მშრალი ხევებით დანაწევრებული კალთები. აგებულია შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით. შემოსილია უმეტესად ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. კალთების ქვემო ნაწილში ხელოვნურადაა გაშენებული ტყეები, მ. შ. ფიჭვნარი. ქედის დასავლეთ თხემურ ნაწილში მდებარეობს სოფ. ტაბახმელა, სამხრეთ კალთაზე — სოფლები ახალწყარო, ზემო თელეთი, მუხრან-თელეთი, ქვემო თელეთი და წალასყური.[1]

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 ენციკლოპედია „თბილისი“, თბილისი, 2002, გვ. 542.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted