შინაარსზე გადასვლა

თეოდოროს სამთავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეოდოროს სამთავრო
Αὐθεντία πόλεως Θεοδωροῦς καὶ παραθαλασσίαςRomaniae

სამთავრო
ფაილი:Flag of None.svg
XIV1475 ესკიზის შექმნის შეცდომა:
ფაილი:Coat of arms of Gothia.svg
გერბი
ფაილი:Caffa and Theodoro.PNG
ყირიმის ნახევარკუნძული XV საუკუნის შუა ხანებში.
  მწვანედ გამოსახულია თეოდოროს სამთავრო
დედაქალაქი მანგუპი (დოროსი, თეოდორო)
ენა ბერძნული
რელიგია ქრისტიანობა
მმართველობის ფორმა მონარქია

თეოდოროს სამთავრო, აგრეთვე ცნობილი როგორც გოთია (ბერძ. Γοτθία) ან თეოდორო-მანგუპის გოთურ-ბიზანტიური სამთავრო.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — პატარა სამთავრო ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ მხარეში. ის ყირიმელი გოთებისა და ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრედ რჩებოდა, მანამ სანამ, 1475 წელს ოსმალეთის იმპერიის მართველობის ქვეშ მოექცეოდა.

ისტორია

მოსახლეობა ძირითადად ბერძნების, ყირიმელი გოთების, ალანების, ბულგარების და ყივჩაღებისაგან შედგებოდა, რომლებიც მართლმადიდებლურ მრწამს მისდევდნენ. სამთავროს ოფიციალური ენა ბერძნული იყო. თავდაპირველად ტერიტორია ტრაბიზონის იმპერიის ნაწილს, ყირიმის ზღვისგადაღმა სამმართველოს ნაწილი იყო.

სამთავროს ჩრდილოეთით ოქროს ურდო ესაზღვრებოდა, ვის სასარგებლოდაც მშვიდობის სანაცვლოდ კისრულობდა ხარკს და ოქროს ურდოს ნომინალურ ვასალად ითვლებოდა, ხოლო სამთავროს სამხრეთით, საზღვაო ნავსადგურების შენარჩუნების მიზნით გენუის ყირიმის კოლონიებთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობები. მოგვიანებით სანაპიროს ვიწრო ზოლი იამბოლსა (ბალაკლავა) და ალუსთონს (ალუშტა) შორის არსებული ტერიტორიები გენუელების კონტროლის ქვეშ გადავიდა. ადგილობრივი ბერძნები ამ რეგიონს პარათალასიას (ბერძ. Παραθαλασσια; ზღვის სანაპიროს), ხოლო გენუელები გოთიის სარდლობას უწოდებდნენ. სამხრეთ ნავსადგურის დაკარგვისთანავე, თეოდოროელები ახალი საზღვაო ნავსადურის ავლიტას მშენებლობას შეუდგნენ, რომელიც მდინარე ჩერნაიას პირას ააშენეს და შემდგომ ის კალამატიის ციხით გაამაგრეს.

1475 წლის 6 იანვარს, ოსმალეთის ჯარებმა, გედიკ აჰმედ-ფაშას სარდლობით მოახერხეს კაფას დაკავება, წლის ბოლოსთვის კი, მანგუპის ექვსთვიანი ალყის შემდგომ, თეოდორეს დედაქალაქიცც ოსმალეთის ხელში გადავიდა. ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი ოსმალეთის ვასალ ყირიმის სახანოს ხელში რჩებოდა, ხოლო თეოდოროს ყოფილი ტერიტორიები და სამხრეთ ყირიმი კი უშუალოდ ბრწყინვალე პორტას ადმინისტრაციულ ერთეულად იქცა.

ლიტერატურა

  • Beyer, Hans-Veit (2001). History of the Crimean Goths as an interpretation of the Tale of Matthew on the city of Theodoro (Russian). Yekaterinburg: Ural University Press. ISBN 5-7525-0928-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  • Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  • Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  • Vasiliev, Alexander A. (1936). The Goths in the Crimea. Cambridge, Massachusetts: The Mediaeval Academy of America. 

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted