შინაარსზე გადასვლა

იბნ ჰაზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

აბუ მუჰამმად 'ალი იბნ აჰმად იბნ სა'იდ იბნ ჰაზმ ალ-ანდალუსი აზ-ზაჰირი (არაბ. أبو محمد علي ابن أحمد ابن سعيد ابن حزم الأندلسي الظاهري; დ. 7 ნოემბერი, 994, კორდოვა, კორდოვის სახალიფო — გ. 15 აგვისტო, 1064, მონტიხარი, უელვას ახლოს, სევილიის ტაიფა), შემოკლებით იბნ ჰაზმიანდალუსიელი მეცნიერი და რელიგიური მოღვაწე. ზაჰირი მაზჰაბის წარმომადგენელი და ერთ-ერთი ლიდერი.[1]

ბიოგრაფია

იბნ ჰაზმი წარჩინებულ ოჯახში დაიბადა. მამამისი სა'იდი კორდოვის ხალიფა ჰიშამ II-ს კარზე ვეზირად მსახურობდა. ოჯახი სპარსულ წარმოშობას მიაწერდა თავს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ისინი გამუსლიმებული მონტიხარელი ესპანელებისგან წარმოდგებოდნენ.[2] თავად იბნ ჰაზმიც მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და იყო ვეზირი აბდ არ-რაჰმან V-სა და ჰიშამ III-ის კარზე. სახალიფოს დაცემის შემდეგ, 1020-იანი წლების ბოლოს იბნ ჰაზმს სდევნიდნენ და დააპატიმრეს კიდეც. ამიტომ გაერიდა პოლიტიკურ ცხოვრებას და კუნძულ მალიორკას შეაფარა თავი.

შემდგომ იგი მონტიხარში, თავის საგვარეულო მამულში დასახლდა, სადაც სამეცნიერო მოღვაწეობით იყო დაკავებული სიცოცხლის ბოლომდე. მას სხვადასხვა სფეროში 400-ზე მეტი ნაშრომი აქვს, მათგან 40-მა ჩვენამდეც მოაღწია, რადგან მათი უმრავლესობა იბნ ჰაზმის პოლიტიკურმა და რელიგიურმა ოპონენტებმა გაანადგურეს.

შეხედულებები

რელიგია

იბნ ჰაზმი დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ხალიფას კარზე და უწევდა პოლიტიკურ ინტრიგებში მონაწილეობა. ამის გამო იგი მოწმე გახდა ადამიანის ბუნების ყველაზე უფრო ბნელი მხარეებისა და პოლიტიკიდან ჩამოშორების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო, რომ მისი აზრით, ადამიანს თავშესაფრის პოვნა მხოლოდ ღმერთთან შეეძლო.

თავდაპირველად იბნ ჰაზმი, ისევე როგორც ანდალუსიისა და მაღრიბის მცხოვრებთა უმრავლესობა, მალიქი მაზჰაბის მიმდევარი იყო, რაც მოგვიანებით შაფი'ი მაზჰაბზე, ხოლო საბოლოოდ ზაჰირიზე შეიცვალა. მასთან ერთად მოღვაწეობდა აბუ ლ-ხიიარ ად-დავუდი აზ-ზაჰირი, თუმცა ისინი 1029 წელს გააძევეს კორდოვის მთავარი მეჩეთიდან მალიქიტებმა.[3]

იგი ეწინააღმდეგებოდა რელიგიის ფილოსოფიურ გააზრებას, ღმერთის სახელ-თვისებების ალეგორიულ განმარტებებსა და ეზოთერულ თაფსირს.[4]

ფიზიკა

იბნ ჰაზმს მიაჩნდა, რომ ბგერას გააჩნია სიჩქარე, რასაც კორდოვის მეჩეთში ექოს დაგვიანების, ასევე ელვასა და ქუხილს შორის დროის განსხვავების საფუძველზე ამტკიცებდა. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ ქუხილს ელვა იწვევდა.[5]

ასტრონომია

იბნ ჰაზმი უარყოფდა თავისი დროის ვარსკვლავთმრიცხველების შეხედულებას, თითქოსდა ციურ სხეულებს გააჩნდათ სული ან გონება, და მათ რაიმე გავლენის მოხდენა შეეძლოთ ადამიანის ბედ-იღბალზე.[5]

ასევე იბნ ჰაზმი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ დედამიწა სფეროსებურია, რომლის მტკიცებულებად ყურანი მოჰყავდა.[6] მისი აზრით, გამოყენებული სიტყვა „იუქავვირუ“ (არაბ. يكور; ჩაახვევს, რაც მესამე პირის უღლებაა II ფორმის ზმნიდან "ქუვვირათ" არაბ. كورت ჩახვევა, რაც ენათესავება იგივე ძირის სიტყვას „ქურ“ არაბ. كور ბურთი) პირდაპირ მიანიშნებდა დედამიწის სფეროსებურებასა და ამის გამო დღე-ღამის ცვალებადობაზე. მისი გამოთვლებით დედამიწის გარშემოწერილობა 40253,4 კმ ექვივალენტი იყო, რაც 200 კმ-თი მეტია ეკვატორის რეალურ სიგრძეზე, 40,075 კმ-ზე.[7]

ქალები

იბნ ჰაზმს მიაჩნდა რომ ქალები შესაძლოა ყოფილიყვნენ ისლამის მოციქულები, ასევე პოლიტიკური ლიდერები.[8]

ნაშრომები

იბნ ჰაზმს ეკუთვნის ოთხასამდე ნაშრომი, რომლებიც დიდი ნაწილიც განადგურდა. ნაშრომების რაოდენობით მას მხოლოდ მუჰამმად ატ-ტაბარი აჭარბებს. მათ შორისაა:

  • „რელიგიების, სექტებისა და ერესების განმასხვავებელი“ (არაბ. الفصل في الملل والأهواء والنحل), სხვადასხვა რელიგიური თეოლოგიური და ფიზიკური შეხედულებების ანალიზი.
  • „მტრედის სამკაული“ (არაბ. طوق الحمامة), სასიყვარულო პოემა.
  • „სიტკბოება მტკიცებულებებისა და ტექსტების კრებულის განმარტებისა“ (არაბ. المحلى في شرح المجلى بالحجج والآثار), ტრაქტატი ისლამური სამართლის შესახებ.

სქოლიო

  1. Ибн Хазм аль-Андалуси Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Али-заде Айдын Ариф оглы, 2007.
  2. "Ibn Hazm." Encyclopædia Britannica. 2006. Encyclopædia Britannica Online. October 23, 2006
  3. Delfina Serrano, "Claim or complaint?" Taken from Ibn Hazm of Cordoba: The Life and Works of a Controversial Thinker, pg. 200. Eds. Camilla Adang, Maribel Fierro and Sabine Schmidtke. Volume 103 of Handbook of Oriental Studies. Section 1 The Near and Middle East. Leiden: Brill Publishers, 2012. ISBN 9789004234246
  4. Robert Gleave, Islam and Literalism: Literal Meaning and Interpretation in Islamic Legal Theory, pg. 169. Edinburgh: Edinburgh University Press, 2012. ISBN 9780748625703
  5. 5.0 5.1 Ibn Hazm's philosophy
  6. ბრძენი ყურანი, სურა აზ-ზუმარ, XXXIX, აია 5.
  7. Какие изобретения подарили миру мусульмане Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted kavpolit.com 22.11.2013
  8. Extraordinary Women of Al-Andalus. Cities of Light: The Rise and Fall of Islamic Spain. Unity Productions Foundation: 2007.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted