ივანე სოლაღაშვილი
იერსახე
ივანე შალვას ძე სოლაღაშვილი — სოლაღაშვილების სათავადოს სახლის უფროსი. მოიხსენიება 1505-1525 წლების საბუთებში. ივანე სოლაღაშვილს დავით X-ის კარზე მეფის სახლთუხუცესის („მეფის პალატის უხუცესი“) და მწიგნობართუხუცესის („მწიგნობართა მთავარი“) სახელო ეკავა.
ლიტერატურა
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. IV, თბ, 2007, გვ. 185-186.