შინაარსზე გადასვლა

ივიცა ოსიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ივან (ივიცა) ოსიმი (ბოსნ. Ivan (Ivica) Osim; 6 მაისი 1941, სარაევო) — იუგოსლავი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. 2011 წლიდან ბოსნია და ჰერცეგოვინის საფეხბურთო კავშირის თავმჯდომარე.
დაიბადა 1941 წლის 6 მაისს სარაევოში, რომელიც იმ დროს გერმანიის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, ნახევრად სლოვენი-ნახევრად გერმანელი მიხაილოსა და ნახევრად პოლონელი-ნახევრად ჩეხი კაროლინა ოსიმების ოჯახში.[1] საფეხბურთო კარიერა დაიწყო სარაევოს კლუბ ჟელეზნიჩარში, შემდგომ თამაშობდა ჰოლანდიის ჩემპიონატში , შემდეგ ისევ სარაევოში და 1970 წლიდან ფეხბურთელი კარიერის დასასრულამდე – საფრანგეთში.
იუგოსლავიის ნაკრებში ოსიმმა ჩაატარა 16 მატჩი და გაიტანა 8 გოლი. მონაწილეობდა ნაკრებში 1964 წლის ოლიმპიადაზე და 1968 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ხდება მწვრთნელი, ბრუნდება იუგოსლავიაში და წვრთნის სარაევოს ჟელეზნიჩარს, შემდეგ კი იუგოსლავიის ნაკრებსა და კლუბ პარტიზანს. 1992 წლიდან იწყება მისი საერთაშორისო სამწვრთნელო კარიერა, სადაც იგი თავკაცობდა პანათინაიკოსს, შტურმს, ჯეფ იუნაიტედს და იაპონიის ნაკრებს.

სქოლიო

  1. Kako ojačati i ući u prvi tim?;Plavi vjesnik, January–February 1969

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted