შინაარსზე გადასვლა

იოანე საბანისძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფაილი:Commons-logo.svg [[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

იოანე საბანისძე — VIII საუკუნის ქართველი მწერალი, ჰაგიოგრაფი, ავტორი „აბო თბილელის წამებისა“, რომელშიც აღწერილია არაბი ჭაბუკის, აბოს მარტვილობა, ქრისტიანობისათვის მისი თავდადება.

აბო არაბეთიდან ქართლში გამოჰყვა ნერსე ერისთავს, აქ იგი გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას, უარყო მაჰმადიანოდა და მიიღო ქრისტიანობა. არაბებმა რამდენიმეჯერ დააპატიმრეს, მოსთხოვეს რჯულის უარყოფა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის წამებით მოკლეს 786 წელს. აბოს წამებას დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა. ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა იგი. ქართლის კათალიკოსმა სამოელმა (780-790) საგანგებო წერილით მიმართა იოანე საბანისძეს, აბოსთან დაახლოებულ პირს, და მისი წამების აღწერა სთხოვა. იოანე საბანისძემ ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ბრწყინვალე ძეგლი შექმნა (786-790), თხზულების წაუმძღვარა სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე და თავისი პასუხი. კათალიკოსის მოკრძალებული ტონი გვაფიქრებინებს, რომ იოანე საბანისძე საერო პირი უნდა ყოფილიყო. იგი დიდად განათლებული პიროვნება, სასულიერო მწერლობის კარგი მცოდნე და გაწაფული მწერალი ყოფილა. სავარაუდოა, იოანე საბანისძეს ეკუთვნოდეს აგრეთვე ძველი საგალობელი აბო თბილელის შესახებ, შემონახული ჭილეტრატის იადგარში (IX-X სს., ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-2123).

„აბო თბილელის წამება“ ძველი ქართული პროზის შესანიშნავი ძეგლია. იგი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით არის დაწერილი და 4 თავისაგან შედგება. I თავი დამრიგებლობითი ხასიათისაა, საუბარია აბოს მარტვილობის მნიშვნელობაზე, II და III თავებში აღწერილია აბოს ქართლში მოსვლა, მისი მოღვაწეობა და მოწამეობრივი აღსასრული. IV თავი ჰიმნოგრაფიულ ხასიათს ატარებს და შეიცავს აბო თბილელის ქებას. თხზულების ეს ნაწილი ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის უძველესი ნიმუშია. აბოს მარტვილობის აღწერით იოანე საბანისძემ მიზნად დაისახა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება. ქართველთა ეროვნული გადაგვარების მიზნით არაბები ქართველებში მაჰმადიანობას ავრცელებდნენ. ასეთ ვითარებაში არაბი აბო თბილელის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა დიდმნიშვნელოვანი ფაქტი იყო.

იოანე საბანისძეს ეროვნული თვითმყოფის შენარჩუნების ძირითად საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების ერთგული დაცვა მიაჩნია. აბოს წამების ფაქტი მან გამოიყენა მაჰმადიანობასთან შედარებით ქრისტიანობის უპირატესობის დასადასტურებლად და ეროვნულ-სარწმუნოებრივი სიამაყის გრძნობის გასაღვივებლად. მის თხზულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არაბთა ბატონობით შევიწროებული და ეროვნული გადაგვარების საფრთხის წინაშე მდგომი ქართველობისათვის. იოანე საბანისძესთვის დამახასიათებელია მკაცრად გააზრებული კომპოზიცია, თხრობის ლაღი და ხატოვანი მანერა, ღრმა დრამატიზმი. თხზულება შესანიშნავი ისტორიული წყაროა VIII საუკუნის ქართლის პოლიტიკური-ეკონომიკური ცხოვრების, ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალების, საზოგადოებრივი ყოფის შესასწავლად. ჩვენამდე მოღწეულია X საუკუნის ხელნაწერის სახით. პირველად გამოსცა მ. საბინინმა (1882), მეორედ — კ. კეკელიძემ (1935), რომელმაც თხზულება თარგმნა რუსულად (1956). გერმანულად თარგმნა შულცემ (1905), ლათინურადპეეტერსმა (1934).

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში