ნერსე II
ნერსე II | |
---|---|
ქართლის ერისთავი | |
მმართ. დასაწყისი: | 771 |
მმართ. დასასრული: | 776 |
წინამორბედი: | ჯუანშერ II |
მემკვიდრე: | სტეფანოზ IV |
შვილები: | სტეფანოზ IV |
დინასტია: | ბაგრატიონები |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ნერსე II — ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნის II ნახევარში (781-მდე) ადარნასე კურაპალატისა და ერისმთავრის ძე. მასთან აღსაზრდელად მშობლებისაგან მიბარებული იყო გრიგოლ ხანძთელი.
ცხოვრება და მოღვაწეობა
772 წელს ნერსე II ხალიფა მანსურმა ანტიარაბული საქმიანობისათვის ბაღდადში გაიწვია და საპყრობილეში ჩასვა. ხალიფა მაჰდიმ (775-785 წწ.) გამეფებისთანავე გაათავისუფლა ნერსე II და იმავე პატივით ქართლში გამოისტუმრა. 5 წლის შემდეგ ნერსე II კვლავ შეებრძოლა არაბებს, შემდეგ თავისი მხლებლებით ხაზარებთან გაიქცა (დარიალის გზით), რადგან მათი დახმარების იმედი ჰქონდა. ხაზართა ხაკანმა ნერსე II პატივისცემით მიიღო, მაგრამ სამხედრო დახმარებაზე, ჩანს, უარი უთხრა. ნერსე II დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) გადავიდა, სადაც წინასწარ ჰყავდა ცოლ-შვილი გახიზნული. აქ მან შეიტყო, რომ ხალიფას ქართლის ერისმთავრად მისი დისწული სტეფანოზ გურგენის ძე დაენიშნა. ნერსე II-მ ამირასაგან ქართლში დაბრუნების ნებართვა და უშიშროების გარანტია ითხოვა. ხაზარებისაგან მიტოვებული ნერსე II არაბებისათვის საშიში აღარ იყო და, როგორც კერძო პირი, ქართლში დაბრუნდა.
ნერსე II-ის ცხოვრების ამ პერიოდთან არის დაკავშირებული მისი არაბი მსახურის აბოს ტრაგიკული თავგადასავალი.
ლიტერატურა
- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 394.
წინამორბედი: ჯუანშერ II |
ქართლის ერისთავი 771 - 776 |
შემდეგი: სტეფანოზ IV |
|