კახოსი
იერსახე
კახოსი — ლეონტი მროველისეული ქართლის ცხოვრების მიხედვით, ქართველი ხალხის ერთ-ერთი ეთნარქი. მას ქართლოსისაგან სამართავად გადაეცა ივრის ხეობის ზედა ნაწილი (ერწო-თიანეთი), რომელსაც შემდგომ კახეთის მხარე ეწოდა.
ქართლის ცხოვრება
ლეონტი მროველი წერს:
„ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგჳთგან ვიდრე ტყეტბადმდე, რომელი არს საზღვარი ჰერეთისა. და ამან კახოს აღაშენა ჩელეთი; კუხოს შეეწია შენებასა ჩელეთისასა. რამეთუ დედა-ციხე კახოსის ხუედრი იყო. და მისცა კახოს შეწევნისათჳს და შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რომელსა ბერ ერქუა პირველ შენებულსა კახეთისასა[1].“
|
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქსე, ტ. 5, გვ. 452, თბ., 1980
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|