კორეული მელა
იერსახე
კორეული მელა ან კორეული წითური მელა (ლათ. Vulpes vulpes peculiosa) — ძუძუმწოვარი ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახისა. ჩვეულებრივი მელის ქვესახეობა. გავრცელებულია კორეასა და ჩრდილოეთ ჩინეთში.
აღწერა
კორეული მელის სხეულის სიგრძეა 66-68 სმ, კუდის სიგრძე 42-44 სმ, ხოლო წონა 4,1-5,9 კგ.
ლიტერატურა
- Wilson, Don E. & Reeder, DeeAnn M. (Editors) 2005. Mammal Species of the World – A Taxonomic and Geographic Reference. Third edition. ISBN 0-8018-8221-4.