შინაარსზე გადასვლა

კოტე მახარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოტე მახარაძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მშობლიური სახელი კონსტანტინე მახარაძე
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
საქმიანობა მსახიობი, სპორტული კომენტატორი
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მეუღლე(ები) მედეა ჩახავა; სოფიკო ჭიაურელი
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

კონსტანტინე (კოტე) მახარაძე (დ. 17 ნოემბერი, 1926, თბილისი — გ. 19 დეკემბერი, 2002) — ქართველი მსახიობი, პოპულარული სპორტული კომენტატორი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1958), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1966). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის (1967) და ღირსების ორდენებით. კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1996) .

ბიოგრაფია

კოტე მახარაძე დაიბადა თბილისში 1926 წლის 17 ნოემბერს. 1934 წელს შევიდა ქორეოგრაფიულ სტუდიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1941 წელს. 1944 წელს ასევე წარმატებით დაამთავრა სკოლა და ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1948 წელს წარმატებით დაამთავრა და მიღებულ იქნა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, სადაც მან დაჰყო 23 წელი, 1970 წლიდან გადავიდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში. 1973–1974 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის (დღეს უნივერსიტეტი) ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი. 1997 წელს ქ. თბილისში დააარსა ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო“ , რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი იყო სიცოცხლის ბოლომდე. თეატრში მოღვაწეობის პარალელურად იგი გატაცებული იყო სპორტული ცხოვრებით. იყო საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, 1945 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, თამაშობდა კალათბურთს თბილისის დინამოში. 1957 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში. 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე. მას მიჰყავდა თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის ორი ისტორიული თამაშის რეპორტაჟი — 1964 წელს (ეროსი მანჯგალაძესთან ერთად) „დინამო“ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ხოლო 1981 წელს მოიპოვა ევროპის თასების თასი.

დაკრძალულია თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 2013-02-21.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2013-02-21.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-12. ციტირების თარიღი: 2013-02-21.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-16. ციტირების თარიღი: 2013-02-21.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted