კრონბორგი
კრონბორგის ციხესიმაგრე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ფაილი:Helsingoer Kronborg Castle.jpg | |
ქვეყანა | დანიის დროშა დანია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 696 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
იუნესკოს დროშა | მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 696 ინგლ. • რუს. • ფრ. |
კრონბორგი — ვარსკვლავის ფორმის ციხესიმაგრე დანიაში. მდებარეობს კუნძულ ზელანდიის უკიდურეს ჩრდილოეთ კიდეზე, დანიასა და შვედეთს შორის მდებარე ერესუნის სრუტის სანაპიროზე, ქალაქ ჰელსინგერის სიახლოვეს. ამ მონაკვეთში, სრუტის სიგანე მხოლოდ 4 კმ-ია. კრონბორგს, როგორც საზღვაო ციხესიმაგრეს, მეტად სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, იმდენად, რამდენადაც ბალტიის ზღვიდან მსოფლიო ოკეანეში გამოსასვლელი სულ რამდენიმე სრუტეს შორის ერთ-ერთის სანაპიროზე მდებარეობდა. ხიხესიმაგრე საუკუნეების განმავლობაში ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რენესანსულ ციხედ რჩებოდა. 2000 წელს ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ციხესიმაგრე 1420 წლით თარიღდება და მისი აგება დანიის მეფე ერიკ პომერანელს მიეწერება, რომელიც ერესუნის სრუტის გავლით ბალტიის ზღვაში შემავალი და გამომავალი გემებისგან გადასახადს იღებდა.
ციხესიმაგრემ ამჟამინდელი სახელი 1585 წელს მიიღო, როდესაც ის დანიის მეფე ფრედერიკ II-მ გადააკეთა და ბრწყინვალე, რენესანსული სტილის ევროპის უზარმაზარ ციხედ აქცია.
1629 წელს ორი მუშის დაუდევრობის გამო გაჩენილმა ხანძარმა ციხესიმაგრე მნიშვნელოვნად დააზარალა. მხოლოდ 1639 წელს, მეფე კრისტიან IV მოახდინა მისი შეკეთება და კვლავ ძველებურ სახეს დაუბრუნდა, მაგრამ პირვანდელი ბრწყინვალება სრული სახით ინტერიერს აღარასდროს დაუბრუნებია. 1658 წელს, სიმაგრე შვედებმა დაიპყრეს. 1688-1690 წლებში მას დამატებითი დაცვითი ხაზი დაემატა, რის შემდეგაც კრონბორგი მთელს ევროპაში უძლიერეს ციხესიმაგრედ მიიჩნეოდა. 1739 - 1900-იან წლებში ის გამოიყენებოდა როგორც საპყრობილე.
კრონბორგის ციხესიმაგრე, ბევრისათვის ელსინორის სახელითაა ცნობილი, როგორც ის უილიამ შექსპირმა თავის ტრაგედია „ჰამლეტში“ მოიხსენია.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- კრონბორგის ციხესიმაგრე იუნესკოს საიტზე
- ფოტო-გალერეა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted