შინაარსზე გადასვლა

ლამინარული დინება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესკიზის შექმნის შეცდომა:
სითხეში ან აირში მოძრავ სხეულზე მოქმედებს ძალა, რომელიც მოძრაობის საპირისპიროდაა მიმართული.

ლამინარული დინება (ლათ. lamina — „ფურცელი“, „ფირფიტა“) — ბლანტი სითხის (ან აირის) მოწესრიგებული დინება, რომლის დროსაც სითხის მეზობელი შრეები ერთმანეთს არ შეერევა, ლამინარული დინება მდგრადია. პრაქტიკულად ხორციელდება რეინოლდსის რიცხვის შემდეგი მნიშვნელობების დროს:

Re=vlν<Reკრ.

სადაც:

  • v — სითხის საშუალო სიჩქარე (მ/წმ);
  • l — სითხის მოძრაობის მახასიათებელი ზომა (მ);
  • ν არის კინემატიკური სიბლანტე (მ²/წმ);
  • Reკრ — რეინოლდსის კრიზისული რიცხვი.

მაგალითად სითხის (ან აირის) დინებისათვის სწორ წრიულ მილში, როცა l დიამეტრის ტოლია, Reკრ2200, საშუალო სიჩქარე v=4Vწმ/πd2, სადაც Vწმ არის სითხის მოცულობითი ხარჯი წამში (მ2/წმ), რომელიც პუაზეილის კანონით განისაზღვრება. Re>Reკრ დროს ლამინარული დინება არამდგრადია და შემთხვევითი შეშფოთებისას გარდაიქმნება ტურბულენტურ დინებად. ლამინარულ დინებაზე დაკვირვება შეიძლება წვრილ (კაპირალურ) მილებში, სრიალის საკისრის საზეთის შრეებში და სხვა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

თარგი:ავტორიტეტული წყაროები