შინაარსზე გადასვლა

ლიხნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ლიხნი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ლიხნის ღვთისმშობლის ეკლესია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted


Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
[[ავტონომიური რესპუბლიკა (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|ავტონომიური რესპუბლიკა]] აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] გუდაუთის მუნიციპალიტეტი
შიდა დაყოფა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მმართველი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი ხსენება [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
ადრეული სახელები ზუფუ, სოუქსუ
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ცენტრის სიმაღლე 50
ოფიციალური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოსახლეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საფოსტო ინდექსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საავტომობილო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ლიხნი (აფხ. Лыхны) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 50 მ სიმაღლეზე, გუდაუთიდან 5 კმ-ში. შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში ეწოდება ზუფუ,[1] ასევე ცნობილია მისი თურქული სახელწოდებები: სოუქსუ ან სუუქსუ.[2]ლიხნის ტერიტორიაზე არსებობს ორი მღვიმე.[3]

თარგი:საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

ეტიმოლოგია

ლიხნი ქართული (მეგრული) წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს „ვაზის მაღლარს“. წინა სახელი „ზუფუც“ ქართულია (მეგრული) და „უხვად მდინარეს“ – „წყლის უხვად მოსკდომას“ ნიშნავს.[4][5] XIX საუკუნის დასაწყისში სახელწოდება ჩაანაცვლა გიორგი შარვაშიძის მიერ დარქმეულმა სახელმა სოუქსუ/სუუქსუმ, რომელიც თურქულად ნიშნავს „ცივ წყალს“.

ისტორია

სოფელი ისტორიულად აფხაზეთის მთავრების საზაფხულო რეზიდენცია იყო. XVII ს. დასაწყისიდან აფხაზეთში დაწინაურდა შარვაშიძეთა ფეოდალური სახლი, რომელმაც შეძლო აფხაზ ფეოდალთა შეკავშირება და აფხაზეთის ოდიშისაგან გამოყოფა. ამიერიდან შარვაშიძეები მთავრის ტიტულით მართავდნენ აფხაზეთს, რომლის ცენტრი შეიქმნა ზუფუ (ლიხნი).[6][7][8] ამის გამო, ილორის წმინდა გიორგის ხატის ლევან დადიანისეულ წარწერაში ლიხნელ აფხაზებს „ზუფუარები“ ეწოდებათ:

ვიკიციტატა
„…მიუჴედით შარვაშიძესა ზუფუს, მუწუს წყალს აქათ ავაოჴრეთ და სადაცა სიმაგრე იყო ავიღეთ და გავაცუდეთ. და კაპოეტის წყალზე (ბზიფი) შემოგუებნეს ზუფუარი და სიხუარი მარშანიები და გაგვემარჯუა და დავჴოცეთ. ზოგი ჴელთ დაგვრჩა და გამარჯვებულნი მოვედით…[9]
შერვაშიძეების სასახლის ნანგრევები
ფაილი:Lykhny fortress.jpg

ვახუშტი ბაგრატიონი აფხაზეთის პოლიტიკურ ცენტრად ასახელებს ზუფუს, რომელიც იმავე სახელწოდების მდინარის პირას მდებარეობს. ვახუშტის მიხედვით ზუფუ მცირე ქალაქია, სახლი და სამყოფელი შერვაშიძეთა, რომლებიც აფხაზეთის მთავრები არიან. მდინარე ზუფუს ახლა ხიფსთა ეწოდება, ხოლო დასახლებულ პუნქტს – ლიხნი.[1][10]

XIX საუკუნის დასაწყისში აფხაზეთის მთავარმა გიორგი ჩაჩბა შარვაშიძემ დასახლებას სახელწოდება შეუცვალა და მას სოუქსუ უწოდა, რაც თურქულად ცივ წყალს ნიშნავს. 1863 წლამდე ლიხნი აფხაზეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.

სოფელი ლიხნი საერთოაფხაზური სამხედრო დემოკრატიის ტრადიციული ცენტრი იყო. სწორედ აქ იკრიბებოდნენ აფხაზები ისტორიულად, საუკუნეთა განმავლობაში და წყვეტდნენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. პირველი დიდი სახალხო შეკრება ლიხნში 1861 წელს გაიმართა, რომელიც შემდეგ ანტირუსულ აჯანყებაში გადაიზარდა. ბოლო შეხვედრა კი აფხაზეთის ომის წინ — 1989 წელს, 18 მარტს გაიმართა, რომელზედაც აფხაზეთისთვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსის დაბრუნების საკითხი დააყენეს. ამ ინიციატივას არც სსრკ-ს ცენტრალურმა ორგანოებმა დაუჭირეს მხარი და არც საქართველომ. შეკრებაზე დაახლოებით 30 ათასი აფხაზი შეგროვდა[11] (სხვა მონაცემებით — დაახლოებით 50-60 ათასი ადამიანი).[12]

დემოგრაფია

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1876[13] 2138
1989 ესკიზის შექმნის შეცდომა: 524

ისტორიული ძეგლები

აქ მდებარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი — X საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია და ჩაჩბა-შერვაშიძეების ორსართულიანი სასახლის ნანგრევები. სასახლე დაინგრა რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით 1866 წლის აჯანყების შემდეგ, მათ მიერ სოფელში მოწყობილი ეგზეკუციისას.[14] აბაანთას ციხე (VII ს.) მდებარეობს სოფლის განაპირას მდ. ხიფსთას მარცხენა სანაპიროზე.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ქართლის ცხოვრება, ტ. IV, გვ. 784
  2. СМОЛЕНСКИЙ С. ВОСПОМИНАНИЯ КАВКАЗЦА. Военный сборник, № 9. 1872
  3. საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი გვ. 214-216 — თბილისი, 1966
  4. ზ. პაპასქირი, აფხაზეთი საქართველოა: ისტორიული რაკურსი, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2021. — გვ. 29, ISBN 978-9941-25-969-2Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
  5. ალიო ქობალია, მეგრული ლექსიკონი, „არტანუჯი“, 2010. — გვ. 382.
  6. არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, ალ. ჭაყონიას თარგმანი გვ. 176
  7. И.Г.Антелава, Очерки по истории Абхазии XVII- XVIII веков, 1949,. С. 25
  8. З.В.Анчабадзе, Из истории средневековой Абхазии (VI- XVII вв.) 1959, с. 261-262
  9. კ. გრიგოლია, ილორის წმ. გიორგის ხატის წარწერა. ენიმკის მოამბე, XIII, 1942, გვ. 158
  10. Очерки из истории Грузии, Абхазия с древнейших времен до наших дней, Издательство ИНТЕЛЕКТИ, Тбилиси, 2009, ст. 7, 202.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-04. ციტირების თარიღი: 2010-10-04.
  11. თამთა ქარჩავა, ახალი ლიხნის შეკრება აფხაზეთში // გაზეთი რეზონანსი
  12. ლიხნის თავყრილობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2010-10-05.
  13. Кавказский календарь на 1885 год გვ. 216
  14. Стражев В.И. Руинная Абхазия. Сухум, 1925

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ლიხნი&oldid=42991“-დან