შინაარსზე გადასვლა

გუდაუთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
გუდაუთა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მაღაზია „გუნდა“
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted


Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
[[ავტონომიური რესპუბლიკა (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|ავტონომიური რესპუბლიკა]] აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] გუდაუთის მუნიციპალიტეტი
შიდა დაყოფა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მმართველი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი ხსენება [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
ადრეული სახელები გუდავა
ამჟამინდელი სტატუსი 1926
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ცენტრის სიმაღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოსახლეობა 15 300 კაცი (1991)
სასაათო სარტყელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სატელეფონო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საფოსტო ინდექსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საავტომობილო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

გუდაუთა (აფხ. Гəдоуҭа) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალზე, ზღვის დონიდან 10 მ-ზე. სოხუმიდან დაშორებულია 43, თბილისიდან 487 კმ-ით.

თარგი:საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

გუდაუთა ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა — ზღვის ნოტიო სუბტროპიკული, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 14,3ºC, იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,6ºC, ივლისის 23,0ºC. აბსოლუტური მინიმუმი –13ºC; აბსოლუტური მაქსიმუმი 41ºC. ნალექები 1550 მმ წელიწადში. ფარდობითი ტენიანობა 75%.

ისტორია

გუდაუთა XIX ს. 30-იან წლებში სოფელ ლიხნიდან გამოყოფის გზით აღმოცენდა. XIX ს. შუა ხანებში გუდაუთა პატარა სავაჭრო დაბა იყო ასი მცხოვრებით. გუდაუთა სწრაფად გავნითარდა მისი ხელსაყრელი გეოფრაფიული მდებარეობის გამო. 1874 წელს აქ დაფუძნდა სადაბო მმართველობა. ქალაქად გამოცხადდა 1926 წლის 10 ნოემბერს. მოსახლეობა 15,3 ათასი (1991 წ.). 1948 წელს დადგინდა სახელწოდების დაწერილობის ფორმა გუდაუთა – გუდაუთი-ს ნაცვლად.[2][3]

გუდაუთაში ბომბორის აეროდრომზე საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალების ბაზა, საიდანაც ცივი ომის პერიოდში სამხედრო ავიაციის 171-ე ან 529-ე დივიზიების სუ-27 ტიპის ავიამოიერიშეები დაფრინავდა.[4] ეს დივიზია ემორჩილებოდა ბაქოს საჰაერო თავდაცვის არმიას (მე-19 არმია). აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში გუდაუთა იყო აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგობის ცენტრი საქართველოს მთავრობის ძალებთან ბრძოლისას 1992-93 წლებში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბომბორას ავიაბაზა რუსეთის 50-ე სამხედრო ბაზად გადაკეთდა, შემდეგ კი მე-10 დამოუკიდებელ სამშვიდობო საჰაერო დივიზიის ბაზად. ეს ქვედანაყოფი პირდაპირ ემორჩილებოდა რუსეთის გენერალურ შტაბს.

1999 წლისთვის ავიაბაზის ეკიპირებაში შედიოდა 142 ჯავშანტრანსპორტიორი (მათ შორის - 62 ბმდ-1 და 11 ბმდ-2); და 11 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი 2ს9 „ნონა-ს“.[5]

ეს ბაზა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა აფხაზეთის კონფლიქტში. ქართული მხარისა და მრავალი დასავლეთი დამოუკიდებელი დამკვირვებლის მტკიცებით, გუდაუთის ბაზა მთავარი სამხედრო მხარდაჭერა იყო აფხაზი სეპარატისტებისთვის 1992-93 წლებში. 1995 წლის სექტემბერში საქართველო იძულებული გახდა ლეგიტიმური სტატუსი მიენიჭებინა რუსეთისთვის ამ ბაზის ლიზინგზე.

1999 წელს სტამბოლში ჩატარებულ ეუთოს სამიტზე რუსეთი დათანხმდა გუდაუთის ბაზის დახურვასა და საკუთარი ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანას, რის შედეგადაც ეს ბაზა დსთ-ის ქვეყნების სამშვიდობოების გამოყენებაში დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დაბლოკა ეუთო-ს ინსპექტორთა ვიზიტი და მას შემდეგ ტექნიკის გაყვანის ახალი თარიღი არ დადგენილა. საქართველოს მთავრობის მტკიცებით ეს ბაზა კვლავაც რჩება აფხაზი სეპარატისტების მთავარი სამხედრო დასაყრდენი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულებები დაიდო. ეს ხელშეკრულება რუსეთს საშუალებას აძლევს მისი სამხედრო ბაზები განათავსოს გუდაუთაში, რაც ავიატექნიკასთან ერთად მოიცავს ტ-62 ტანკებს, მსუბუქ ჯავშნიან მანქანებს, ს-300 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და სხვა.[6]

გუდაუთის ბაზა დღემდე რჩება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ძირითად პრობლემად.

ეტიმოლოგია

სახელწოდება მდინარის სახელისაგან მომდინარეობს -ҭа ადგილის სუფიქსის დართვით. თავდაპირველად მას და მდ. გუდოუს გუდავა ეწოდებოდა. გუდოუ გუდავას აფხაზური ფორმაა. 1948 წელს დადგინდა სახელწოდების დაწერილობის ფორმა გუდაუთა – გუდაუთი-ს ნაცვლად.[2][3]

სქოლიო

  1. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  2. 2.0 2.1 ზ. პაპასქირი, აფხაზეთი საქართველოა: ისტორიული რაკურსი, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2021. — გვ. 33, ISBN 978-9941-25-969-2Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
  3. 3.0 3.1 ბ. ხორავა,  ნ. ჭანტურია, აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921-1991 წლებში, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: უნივერსალი, 2019. — გვ. 69, 70., ISBN 978-9941-26-675-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
  4. იხ. საბჭოთა სამხედრო ავიაბაზების სია ან ვ. ი. ფესკოვის და სხვ., 'საბჭოთა არმია ცივი ომის წლებში,' ტომსკი, 2004
  5. CIPDD, არმია და საზოგადოება საქართველოში Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, ოქტომბერი 1999
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-15. ციტირების თარიღი: 2010-07-02.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=გუდაუთა&oldid=1010“-დან