შინაარსზე გადასვლა

მავრიკის გარე კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მავრიკის და მისი გარე კუნძულების რუკა. ტერიტორიული პრეტენზიები გამოყოფილია თეთრი ფერით.

მავრიკის გარე კუნძულები (ინგლ. Outer Islands of Mauritius, ფრანგ. Îles éparses de Maurice) — ამ ქვეყნის ინდოეთის ოკეანის წყლებით გარშემორტყმული რამდენიმე კუნძულოვანი დამოკიდებული ტერიტორიების კრებული, რომლებითაც შემოფარგლულია მავრიკის კუნძული ჩრდილოეთიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან.

ტერიტორია

თითოეული კუნძული ან კუნძულთა ჯგუფი, თვითონ მავრიკის კუნძულთან ერთად, პირველი დონის ადმინისტრაციული ერთეულია და იმართება ადგილობრივი თვითმმართველობისა და გარე კუნძულების სამინისტროს მიერ (ინგლ. Ministry of Local Government and Outer Islands).

ამასთან ასეთი ორი ტერიტორიის სახელმწიფოებრივ კუთვნილებაზე — ტრომელინის კუნძულზე და ჩაგოსის არქიპელაგზე მავრიკის ხელისუფლება ჯერ მხოლოდ პრეტენზიას აცხადებს. ტრომელინის კუნძული იმყოფება საფრანგეთის მმართველობის ქვეშ და საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ეპარსეს კუნძულების ერთ-ერთი კუნძულია.

ჩაგოსის არქიპელაგი, რამდენიმე მეზობელ კუნძულთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებების მიუხედავად[1][2], ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოყო კოლონიური მავრიკის შემადგენლობიდან და მიუერთა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორიას უშუალოდ მავრიკისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების წინ. არქიპელაგის მთლიანი მოსახლეობა იძულებით გადაასახლეს, ხოლო კუნძული დიეგო-გარსია — ჩააბარეს გრძელვადიან ლიზინგში აშშ-ს სამხედრო ბაზის ასაშენებლად[3].

მავრიკის კონსტიტუციის თანახმად, მავრიკის რესპუბლიკა მოიცავს შემდეგ გარე კუნძულებს[4]:

კუნძულები კუნძულების
რაოდენობა
ადმ. ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად.
1. როდრიგესი 1 პორტ-მატურინი &&&&&&&&&&&&0104.&&&&&0104 &&&&&&&&&&041669.&&&&&041 669 (2014)
2. აგალეგა 2 ვინ-სინკი &&&&&&&&&&&&&070.&&&&&070 &&&&&&&&&&&&0289.&&&&&0289 (2011)
3. კარგადოს-კარახოსი 22 რაფაელი &&&&&&&&&&&&&&01.2000001,2 &&&&&&&&&&&&&063.&&&&&063 (2009)
4. ტრომელინი 1 &&&&&&&&&&&&&&00.8000000,8 &&&&&&&&&&&&&&00.&&&&&00 (2012)
5. ჩაგოსის არქიპელაგი 64 დიეგო-გარსია &&&&&&&&&&&&&063.20000063,2 &&&&&&&&&&&03000.&&&&&03 000 (2014)

ამას გარდა, მავრიკის გარე კუნძულებს მიეკუთვნება 49 მომცრო დაუსახლებელი კუნძული და კლდე, რომლებიც მდებარეობენ მავრიკის და როდრიგესის კუნძულების სანაპირო წყლებში.

აკვატორია

მავრიკის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ქვეშ არსებული ტერიტორია (ანუ სადავო ტერიტორიების გარდა) შეადგენს 2040 კმ²-ს, ეს 169-ე ადგილია მსოფლიოში. მათ შორის მავრიკის გარე კუნძულების საერთო ფართობი — სულ 175 კმ²-ია. მათ გარდა, მავრიკის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში იმყოფება რამდენიმე წყალქვეშა ქვაბული — საია-დე-მალია, ნაზარეთი, სუდანი და ჰოკინსი.

რადგანაც ხსენებული არქიპელაგები, კუნძულები, რიფები, კლდეები და შლამები მიმოფანტულია ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში ერთმანეთისგან შორ მანძილებზე და თითოეული ასეთი ობიექტი გარშემორტყმულია 200 მილის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონით, მავრიკის აქვს მნიშვნელოვანი საზღვაო რესურსები — ჯამში დაახლოებით 2,3 მილიონი კმ². ეს ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 396 ათას კმ²-საც, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წელს გამოუყო მავრიკის რესპუბლიკას და სეიშელის კუნძულების რესპუბლიკას მასკარენის პლატოს შელფის ერთობლივი მართვის და ექსპლოატაციის გასაგრძელებლად[5][6][7].

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted