ოჩოფეხა
იერსახე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ოჩოფეხა, ფეხჭოჭინა[1] (ლათ. Himantopus himantopus) — ფრინველთა მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს. აქვს გრძელი ნისკარტი და მაღალი წითელი ფეხები. ზურგი, კეფა, კისრის უკანა მხარე და ნისკარტი შავი, თეთრი მუცელი. კოსმოპოლიტური ფორმაა — გავრცელებულია თითქმის ყველგან. საქართველოში გვხვდება მხოლოდ მიმოფრენისას. ოჩოფეხა ბინადრობს ზღვებისა და ტბების ქვიშნარ ნაპირებზე. ბუდობს კოლონიებად. მაისში დედალი დებს 4 კვერცხს, კრუხობს 25 დღე-ღამე. ოჩოფეხა იკვებება წყლის მწერებითა და მათი მატლებით, თევზებისა და ბაყაყების ქვირითით.
ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 623.
სქოლიო
- ↑ ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 651.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted