მირონცხება
მირონცხება — ქრისტიანული სარწმუნეობის ერთი საიდუმლო შვიდიდან, მიმდევრობით მეორე, ნათლობის შემდეგ, თითქმის მისი შემადგენელი ნაწილი. მირონცხება უშალოდ მოსდევს ნათლისღებას და მის ნაწილად აღიქმება, თუმცა საეკლესიო მოძღვრების მიხედვით ცალკე საიდუმლოა. კათოლიკურ ეკლესიაში მირონცხებას, რომელიც ეხება 8-12 წლის ბავშვებს, ატარებს ეპისკოპოსი. მირონცხება სავალდებულო არაა პროტესტანტულ ეკლესიებში.
წმინდა მირონის ცხება მონათლულს სულიწმიდის მეშვეობით ანიჭებს სასიცოცხლო ძალას. ესაა უფლის მადლის გადმოსვლის ნიშანი მოსანათლავზე, რომელიც ამით ეკლესიის წიაღში გადადის და სულიერი ცხოვრება ქრისტიანი კაცისა იწყება. რიტუალი სრულდებოდა ეპისკოპოსის მიერ ხელის დადებით, შემდეგ მორწმუნეთა გამრავლების გამო გამარტივდა მირონის – სურნელოვანი ნახარში ზეთის წაცხებით შუბლზე, ყურებზე, ნესტოებზე, თვალებზე, ხელ–ფეხზე. ხელის დადება კი მღვდლობის წესად დაკანონდა (II და IV საეკლესიო ყრილობები ხელის დადებას აღარც ახსენებენ). საქმე მოციქულთა უკვე იძლევა ამ წესის გასაღებს, რასაც იესოს სიტყვები მიუთითებს სახარებაში („ბანილ იყვნეს სახელითა უფლისა იესოსითა. მაშინ დასხმიდეს ხელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმინდა“). ხელის დადება, მერე მირონცხება ახალ აღთქმაში სხვაგანაც ნახსენებია. აქედან მომდინარეობს ტერმინი ხელდასხმა.
ლიტერატურა
- „რელიგიები საქართველოში“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 125-126, ISBN 978-9941-0-0902-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 651.
რესურსები ინტერნეტში
|