ქორწინება
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი ქორწინება — წყვილის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. უმრავლეს ქვეყნებში ქორწინებად მიიჩნევა ქალისა და მამაკაცის კავშირი, თუმცა ზოგერთ ქვეყანაში დასაშვებია ასევე ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება.
ისტორია
გვაროვნული წეს-წყობილების დროს ჩამოყალიბდა ეგზოგამია და ჯგუფური ქორწინება. მოგვიანებით შეიქმნა წყვილადი ქორწინება და დისლოკალური ქორწინება. ამ ეტაპზე მამაკაცი და ქალი რჩებოდნენ საცხოვრებლად თავიანთ გარში. მოგვიანებით, ქმარი დასახლდა ცოლის გვარში და ჩამოყალიბდა მატრილოკალური ქორწინება, ხოლო შემდეგ ცოლი გადავიდა ქმრის გვარში და ჩამოყალიბდა პატრილოკალური ქორწინება. მეუღლეთა პირადი ქონება გაუყოფელი იყო, ხოლო ქორწინება არამყარი. ქორწინების აღნიშნული ფორმები ინარჩუნებდნენ ჯგუფური ქორწინების გადმონაშთებს. გვაროვნული წყობილების დაშლის ხანაში შეიქმნა დიდი პატრარქალური ოჯახები და ჩამოყალიბდა მონოგამიური ქორწინება. მონოგამიურმა ქორწინებამ დასრულებული სახე მიიღო ნუკლეალური ოჯახის ჩამოყალიბების დროიდან.
ქრისტიანული ქორწინება
ქრისტიანობაში ქორწინება წარმოადგენს ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთს. წყვილის შეუღლება რომ საეკლესიო წესით კანონიერი იყოს, ის საჭიროებს დადასტურებას მღვდლის მიერ. შესაბამისად ტარდება ჯვრისწერის რიტუალი.[1]
ქორწინება საქართველოში
ისტორიულად საქართველოში ქორწინების რეგისტრაციას ახდენდა მხოლოდ ეკლესია ჯვრისწერის საფუძველზე. მსგავსი მდგომარეობა იყო რუსეთის იმპერიაშიც. 1920 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონით „მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ“ გაუქმდა ჯვრისწერის იურიდიული საფუძველი და იგი მხოლოდ ფორმალური სახით დარჩა. ქორწინების რეგისტრაცია კი ხდებოდა სახელმწიფო ორგანოების მიერ. 2002 წელს კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლით სახელწმიფომ ცნო ჯვრისწერა, თუმცა ქორწინების რეგისტრაცია კვლავ მხოლოდ სახელმწიფო ორგანოში ხორციელდება. ქორწინება და მასთან დაკავშირებული უერთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ითონიშვილი, ვ., ჩიკვაშვილი, შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 551.
- ენგელსი, ფ., ოჯახის, კერძო საკუთრების და სახელმწიფოს წარმოშობა, თბილისი, 1978
სქოლიო
- ↑ „რელიგიები საქართველოში“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 125-127, ISBN 978-9941-0-0902-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|