მკვდარი ზღვა
მკვდარი ზღვა | |
---|---|
ებრ. ים המלח არაბ. البَحْر المَيّت | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: მკვდარი ზღვა | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე |
სიმაღლე ზღვის დონიდან | -405 მ |
სიგრძე | 67 კმ |
სიგანე | 18 კმ |
ფართობი | 605 კმ² |
მოცულობა | 78,2 ათასი კმ³ |
საშუალო სიღრმე | 118 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 377 მ |
მარილიანობა | 260-300 ‰ |
ჩამდინარე მდინარეები | იორდანე |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
მკვდარი ზღვა (ებრ. ים המלח, იამ ჰა-მელახ - „მარილის ტბა“; არაბ. البَحْر المَيّت, ’ალ-ბაჰრ ალ მაჰიით - „მკვდარი ზღვა“) — გაუდინარი მლაშე ტბა, რომელიც მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე. ფართობი 605 კმ², სიგრძე 67 კმ, სიგანე 18 კმ. უკავია გჰორის ტექტონიკური ღრმულის ყველაზე დაბალი ნაწილი. მკვდარი ზღვა წარმოადგენს ხმელეთის ყველაზე ღრმა დეპრესიას დედამიწაზე, რომლის წყლის დონე ზღვის დონიდან –405 მ-ზე მდებარეობს.[1] მაღალია მარილის შემცველობა (33.7 %).
აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირები ციცაბო და კლდოვანია, ჩრდილოეთით და სამხრეთით ეკვრის სანაპირო ვაკე. უმთავრესად საზრდოობს მდინარე იორდანეს წყლით. ჰავა ცხელია, მშრალი, ნალექები 50-100 მმ წელიწადში. აორთქლება ინტენსიურია.
მაღალი მარილიანობის გამო ტბა მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს. დამახასიათებელია დონის მნიშვნელოვანი რყევა. სანაპიროებზე იღებენ მინერალურ მარილებს.
უძველეს დროში მკვდარი ზღვა ბიბლიური მოვლენების ეპიცენტრში იყო. მის ჩრდილოეთით მდებარეობს ქალაქი იერიქონი და სოდომი და გომორიც ახლოს უნდა ყოფილიყო. იმ ეპოქის მომსწრე სოდომის მთა ჯერაც დგას მკვდარი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე და მთლიანად ქვამარილისგან შედგება. ეროზიის შედეგად უსაყრდენო სვეტები წარმოიქმნა, რომელთაგან ყველაზე ცნობილს „ლოტის ცოლს“ უწოდებენ. კლდეს ეს სახელი ძველი აღთქმის ერთ-ერთი ამბის მიხედვით შეერქვა, რომლის თანახმად ღმერთმა ქალი მარილის სვეტად აქცია.[2]
მკვდარ ზღვაში ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეპოქიდან მკურნალობენ. დღესაც აქტიურად სტუმრობენ ამ მიზნისათვის.
რესურსები ინტერნეტში
- მონაცემები მკვდარ ზღვაზე
- მკვდარი ზღვის მონიტორინგი
- იეზეკიელის წყლის პროექტი
- მოგზაურობა ისრაელში - მკვდარი ზღვა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- შეჯიბრი მკვდარი ზღვის გადარჩენაზე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- დოკუმენტური ფილმი
სქოლიო
- ↑ Long-Term Changes in the Dead Sea. Israel Marine Data Center (ISRAMAR).
- ↑ მსოფლიოს საოცრებები, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013. — 304 გვ, ISBN 9789941235399Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted