ნანა იოსელიანი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ნანა იოსელიანი 1980 წელს მალტაზე | |
დაბადების სახელი | ნანა მიხეილის ასული იოსელიანი |
---|---|
მეტსახელი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ქვეყანა (სპორტი) | თარგი:Wikidata/p1532 |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წოდება | თარგი:Wikidata/p2962 |
ფიდე რეიტინგი | 2475 (სექტემბერი, 2014) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2520 (ივლისი, 1997) |
ჯილდოები და პრემიები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნანა იოსელიანი (დ. 12 თებერვალი, 1962, თბილისი) — ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი (1993). ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი ქალთა შორის. 2003 წლიდან აღარ იღებს მონაწილეობას ოფიციალურ ტურნირებში.
კარიერა
იოსელიანმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საჭადრაკო ოლიმპიადებზე, გუნდური ჩათვლით ის ხუთჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1980 და 1982 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში, 1992, 1994 და 1996 წლებში კი — საქართველოს ნაკრებში), თითოჯერ კი მეორე (2002) და მესამე (1998) პრიზიორი შეიქნა.
ნანა ასევე საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1981, 82, 86, 87) და გოგონებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონია (1978, 79). 2001 წელს გახდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.
საჭადრაკო კარიერის გარდა, ნანამ სამსახიობო ნიჭითაც დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი, 1978 წელს ბაადურ წულაძის მიერ გადაღებულ ახალგაზრდულ კომედიაში „შესვენება“.
1994 წლის შემდეგ ძირითადად ცხოვრობს პრაღაში, დაქორწინებული იყო ყოფილ საბჭოთა პარტიულ მოღვაწესა და მეწარმე გურამ მგელაძეზე. ჰყავს ქალიშვილი ნინო.[1]
პერიოდიკა
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- გიორგაძე, თ., ნანა იოსელიანი — ევროპის ჩემპიონი // „ლელო“, 2 თებერვალი, 1978, № 24 (6089), გვ. 1.
- საქართველოს სპორტკომიტეტში // „ლელო“, 20 აპრილი, 1983, № 76 (7387), გვ. 1.
რესურსები ინტერნეტში
- ნანა იოსელიანი — ფიდეს ჩანაწერი (ინგლისური)
- ნანა იოსელიანი — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted