ნიკობარელები
იერსახე
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/56/Shompen_group_mixed_hair-1886.jpg/300px-Shompen_group_mixed_hair-1886.jpg)
ნიკობარელები — ნიკობარის კუნძულებზე მცხოვრებ ტომთა ჯგუფი. რაოდენობა 20 000 კაცი. ლაპარაკობენ მონქმერული ოჯახის ნიკობარული ენის დიალექტებზე. რელიგია — სულთა რწმენა. იმყოფებიან პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის საფეხურზე. ანთროპოლოგიურად ჭარბობს მონღოლოიდური რასა. რასობრივი და კულტურული თავისებურებებით გამოირჩევა კუნძულ კარ-ნიკობარის სიღრმეში მცხოვრები შომპენის ტომი. ნიკობარელების ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება, ქოქოსის პალმის მოშენება, მეცხოველეობა, თევზჭერა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 429.