ნოდარ ცინცაძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მუშაობის ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განთქმული მოსწავლეები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ნოდარ ცინცაძე (დ. 22 თებერვალი, 1930, თბილისი — გ. 22 ივნისი, 2020,[1] იქვე) — ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. ჰიროსიმის უნივერსიტეტის საპატიო წევრი.
ადრეული წლები და განათლება
დაიბადა 1930 წლის 22 თებერვალს, თბილისში. აქვე დაამთავრა მე-19 საშუალო სკოლა, ოქროს მედლით. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ნოდარ ცინცაძე ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტის ასპირანტურაში აკადემიკოს ილია ახიეზერის ჯგუფში. 1958 წელს დაიცვა დისერტაცია, საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო - „Сильноточные электронные пучки“.
დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობა დაიწყო ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, მაგრამ იმავე 1958 წელს, აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, დაბრუნდა საქართველოში და მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფს. მისი პირველი მოწაფეები იყვნენ: ავთანდილ პატარაია და ჯუმბერ ლომინაძე.
სამეცნიერო მოღვაწეობა
ნოდარ ცინცაძე 1958–1960 წლებში ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი იყო. 1960–2006 წლებში ის იყო პლაზმური ფიზიკის განყოფილების უფროსი. 1964 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „Нелинейные взаимодействия в неравномерной плазме“.
1960 წლიდან ნოდარ ცინცაძე მოღვაწეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1960–1967 წლებში ნოდარ ცინცაძე იყო ფიზიკის ფაკულტეტის, თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი.
1965–1993 და 1994-2006 წლებში ნოდარ ცინცაძე იყო თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე იყო. 2010 წლიდან იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 2006-2010 წლებში ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2012 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლაზმის ფიზიკის მიმართულების სრული პროფესორი.
1988 გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი, 2001 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
მეცნიერი წლების განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც მიწვეული პროფესორი. იგი ლექციებს კითხულობდა ამერიკის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის: კოლუმბიის, კორნელისა და ბერკლის უნივერსიტეტებში. ნოდარ ცინცაძე 1974-2002 წლებში მოღვაწეობდა პორტუგალიასა და შვედეთში, კერძოდ გეტერბორგისა და უმეოს უნივერსიტეტებში. მეცნიერი არის ხიროსიმის (იაპონია) სინთეზის თეორიის ინსტიტუტის საპატიო წევრი.
ნოდარ ცინცაძე 1987-1993 იყო აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP) დირექტორი (ტრიესტი). სწორედ იქ ჩააკითხა ირანის მინისტრმა და მიიპატიჟა თავის სამშობლოში პლაზმის ფიზიკის სკოლის შესაქმნელად.
აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთა უმეტესობა ფართოდ არის ცნობილი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის, მათ შორის საინტერესოა ორი მონოგრაფია: „Релятивистские нелинейные эффекты в плазме“ (1989) [2] და „10th European School on Plasma Physics“ (1990)[3]
პლაზმის ფიზიკა პაკისტანში
თეირანის მათემატიკისა და ფიზიკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში ნოდარ ცინცაძემ შვიდი მეცნიერი აღზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ირანში საერთოდ არ იყო პლაზმის მეცნიერება. სწორედ იგივე მდგომარეობა იყო პაკისტანშიც. მიუხედავად იმისა, რომ ნობელიანტი ფიზიკოსი მოჰამედ აბდუს სალამი წარმოშობით პაკისტანიდან იყო, მის სამშობლოში პლაზმური ფიზიკის სკოლის ფუძემდემდებლად, სწორედ ქართველი მეცნიერი ნოდარ ცინცაძე მოგვევლინა.
2004-2011 წლებში ნოდარ ცინცაძე მოღვაწეობდა აბდუს სალამის კათედრაზე ლაჰორის უნივერსიტეტში (პაკისტანი), სადაც მისი ხელმძღვანელობით ექვსი მეცნიერი აღიზარდა.
ინოვატორი მეცნიერი
დიდია აკადემიკოს ნოდარ ცინცაძის დამსახურება პლაზმის ფიზიკის განვითარების საქმეში არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ნოდარ ცინცაძე იყო პლაზმის ფიზიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. მეცნიერის მიერ პირველად იყო შემუშავებული სრულიად ახალი იდეა რელატივისტური პლაზმის ფიზიკაში, რომლითაც სწორედ საფუძველი ჩაეყარა ძლიერი ლაზერების გამოყენებას. ნოდარ ცინცაძეს აგრეთვე ეკუთვნის ახალი ამაჩქარებლის შექმნის იდეაც. მის მიერ შექმნილი ახალი კვანტური კინეტიკური განტოლება კი, ინტენსიურად გამოიყენება დღეს საქართველოშიც და საზღვარგარეთ კვანტური პლაზმის ფიზიკური მოვლენების შესწავლისას. 1970 წელს პროფესორ ნოდარ ცინცაძის მიერ შეიქმნა „ელექტრონების მასის რელატივისტური ოსცილაციით (რხევით) გამოწვეული პარამეტრული მოვლენების თეორია“. ეს შრომა მოხსენიებული იქნა საერთაშორისო კონფერენციაზე [4].
აღიარება
2015 წელს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აგრეთვე ქართული მეცნიერების საერთაშორისო არენაზე ღირსეულად წარმოჩენისათვის, აქტიური პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, ნოდარ ცინცაძეს გადაეცა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ჯილდო – ბრწყინვალების ორდენი [5].
სამეცნიერო ინტერესის სფეროები
- მაკროსკოპიული სისტემების კინეტიკური თეორია;
- პლაზმაში არაწრფივი მოვლენების თეორია;
- ძლიერი ლაზერული გამოსახულების მოქმედება გარემოზე;
- კვანტური ფერმი;
- ბოზეს გაზის თვისებების დადგენა.
გარდაცვალება
ნოდარ ცინცაძე გარდაიცვალა თბილისში, 2020 წლის 22 ივნისს, 90 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
საინტერესო ცნობები
- ნოდარ ცინცაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „მოშინაურებული მზე“ [6], რომლის ავტორია ნინო კაკულია (2018). აღნიშნული ფილმის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძეს და განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ეკუთვნის.
ორგანიზაციები და ასოციაციები
- 1988-2020 — საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
- მსოფლიოს პლაზმის ფიზიკის საბჭოს, წევრი
- ხიროსიმის სინთეზის თეორიის უნივერსიტეტი, საპატიო წევრი
ჯილდოები და წოდებები
- 2018 — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი [7]
- 2015 — ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი საქართველოში პლაზმის ფიზიკის სამეცნიერო სკოლის დაარსების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
- 2000 — ღირსების ორდენი
- საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
რესურსები ინტერნეტში
- ნოდარ ცინცაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
- ცინცაძე (1930-2020) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ცინცაძე, აკადემიკოსი ფიზიკოსი წარმოშობით ოზურგეთი, გურია
- ინტერვიუ ნოდარ ცინცაძესთან
- exclusive - „შემიძლია, სირბილშიც კი შეგეჯიბროთ“ - პლაზმის ფიზიკის „მამა“ აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე 90 წლის გახდა
სქოლიო
- ↑ გარდაიცვალა საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებელი, პროფესორი ნოდარ ცინცაძე. imedinews.ge (22 ივნისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-27. ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2020.
- ↑ Цинцадзе Н. „Релятивистские нелинейные эффекты в плазме“, Тбилиси, Мецниереба, 1989.
- ↑ Tsintsadze N. „10th European School on Plasma Physics“, Tbilisi, September 2-15, 1990
- ↑ Tsintsadze L. JETP 32,684 (1971). `IV European Conf. on Cont Fusion and Plasma Phys. Rome, Italy 1970
- ↑ მეცნიერი ნოდარ ცინცაძე თამარ სანიკიძემ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-03. ციტირების თარიღი: 2021-10-03.
- ↑ „მოშინაურებული მზე“.
- ↑ საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე თსუ-ს საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- დაბადებული 1930
- დაბადებული 22 თებერვალი
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 2020
- გარდაცვლილი 22 ივნისი
- ქართველი ფიზიკოსები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- ცინცაძეები
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები