ოსვალდო არდილესი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოსვალდო სესარ არდილესი (ესპ. Osvaldo César Ardiles, დ. 3 აგვისტო, 1952, ბელ-ვილიე, კორდოვის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2] 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.[3][4][5] თავის დროზე, არგენტინაში იგი ცნობილი იყო მეტსახელით პითონი (ესპ. El Pitón), ხოლო ბრიტანეთში მას უმეტესად ოზი არდილესად მოიხსენიებენ. 2009 წლიდან არის ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრი. პელესთან, ბობი მურთან და კაზიმეჟ დეინასთან ერთად გადაღებულია ჯონ ჰიუსტონის გახმაურებულ მხატვრულ ფილმში „გაქცევა გამარჯვებისკენ“.[6]
1979 წელს აღიარეს ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.
2008 წლის 7 თებერვალს რიკარდო ვილასთან ერთად შეიყვანეს „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ დიდების დარბაზში.[კომ. 2][7]
კარიერა
საკლუბო კარიერა
„ინსტიტუტო“
არდილესი თავის პირველ საფეხბურთო სეზონს არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ინსტიტუტო კორდოვას“ რიგებში ატარებს. „ინსტიტუტოს“ მაისურით პირველად 1973 წლის 6 ოქტომბერს, „ნიუელს ოლდ ბოისის“ წინააღმდეგ გამოდის მინდორზე.[8][9] შეხვედრას „ინსტიტუტოს“ საშინაო არენა — „ესტადიო ხუან დომინგო პერონი“[კომ. 3] მასპინძლობს. „ინსტიტუტო“ თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებს: ხორხე პერიოტი; ედუარდო ანელი, მიგელ ოლმედო, ხუან ხოსე მოიანო, მარიო კარბალიო, ოსვალდო არდილესი, ხუან დომიგო მონტოია, ალბერტო ბელტრანი, ხოსე ლუის სალდანიო, მარიო კემპესი და დანიელ ვილინგტონი. დაპირისპირება დანიელ მარანგონის გოლის წყალობით სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 მთავრდება.[10] თავისი საფეხბურთო კარიერის პირველი ოფიციალური გოლი 14 ოქტომბერს, საშინაო შეხვედრაში, სალტას საფეხბურთო კლუბ „ხუვენტუდ ანტონიანას“ კარში, მატჩის მე-14 წუთზე გააქვს.[11] გუნდის შემადგენლობაში ქვეყნის მიმდინარე პირველობის კიდევ 13 შეხვედრაში გამოდის. „ინსტიტუტოს“ მაისურით ბოლო შეხვედრას იმავე წლის 16 დეკემბერს, მარ-დელ-პლატას „სან-ლორენსოს“ წინააღმდეგ, სტუმრად, მეტოქის მოედანზე ატარებს.[12]
ჯამში, თავის სადებიუტო სეზონში 14-ჯერ იცავს „ინსტიტუტოს“ ღირსებას და სამი გოლი გააქვს.[8]
„ბელგრანო“
1974 წლიდან საფეხბურთო კლუბ „ბელგრანო კორდოვას“ შემადგენლობაშია. „ბელგრანოს“ მაისურით პირველად 1974 წლის 21 ივლისს, ლა-პლატას საფეხბურთო კლუბ „ესტუდიანტესის“ წინააღმდეგ გამოდის მინდორზე.[13] შეხვედრა „ესტუდიანტესის“ საშინაო არენაზე — „ესტადიო ხორხე ლუის ჰირშიზე“[კომ. 4] იმართება და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 მთავრდება. პირველი ოფიციალური გოლი „ბელგრანოს“ რიგებში 18 აგვისტოს, საშინაო შეხვედრაში, ბუენოს-აირესის საფეხბურთო კლუბ „ოლ ბოისის“ კარში, მატჩის მე-40 წუთზე გააქვს.[14] გუნდის შემადგენლობაში ქვეყნის მიმდინარე პირველობის კიდევ 15 შეხვედრაში გამოდის. „ბელგრანოს“ მაისურით ბოლო შეხვედრას იმავე წლის 22 ნოემბერს, „ბოკა ხუნიორსის“ წინააღმდეგ, სტუმრად, მეტოქის მოედანზე ატარებს.[15][16]
ჯამში, 1974 წლის სეზონში 16-ჯერ იცავს „ბელგრანოს“ ღირსებას და ორი გოლი გააქვს.
„ურაკანი“
1975–1978 წლებში ბუენოს-აირესის „ურაკანის“ შემადგენლობაში აგრძელებს კარიერას.[17]
„ტოტენჰემ ჰოტსპური“
1978 წლის ზაფხულში, არგენტინიდან ინგლისში, ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ ინაცვლებს. არდილესის ინგლისურ კლუბში გადასვლამ მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოებაში საკმაოდ ფართო რეზონანსი გამოიწვია. არგენტინელის ტრანსფერს მსოფლიო სპორტული პრესის ასევე, საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა, რამდენადაც მსოფლიო ჩემპიონმა ყველასათვის მოულოდნელად აირჩია არა რომელიმე ევროპული გრანდი, არამედ კლუბი, რომელმაც ინგლისის პირველი დივიზიონის საგზური ინგლისის მეორე დივიზიონში გამარჯვებული „ბოლტონ უონდერერსისა“ და მეორე ადგილზე გასული „საუთჰემპტონის“ შემდეგ, მხოლოდ მესამე ადგილიდან და ისიც „ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონთან“ შედარებით ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით მოიპოვა. მოგვიანებით, არდილესს თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ არასდროს უნანია „ტოტენჰემში“ გადასვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.
ამ გუნდთან ერთად 1981 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს, ხოლო 1984 წელს უეფა-ს თასს ეუფლება. საერთო ჯამში, მის რიგებში — ინგლისის პირველი დივიზიონის, ინგლისის ლიგის თასის, ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშებების და საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში 311-ჯერ გამოდის საფეხბურთო მინდორზე და 25-ჯერ ახერხებს მეტოქეთა კარის აღებას.
„პარი სენ-ჟერმენი“
1982 წლის 2 ივლისს, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებთან წაგებული დრამატული მატჩის მეორე დღესვე, ბარსელონაში ჩადის „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ფრენსის ბორელი და ფაქტობრივად რამდენიმე საათში ახერხებს არდილესის დაყოლიებას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების თაობაზე.[18] საფრანგეთის ჩემპიონატში არდილესი მხოლოდ 14 შეხვედრას ატარებს და 1 გოლი გააქვს. ამას გარდა, უეფა-ს თასების მფლობელთა თასის (1982–83) გათამაშებაში სამჯერ გამოდის მოედანზე პარიზელთა რიგებში — ორჯერ სოფიის „ლოკომოტივის“ [19][20] და ერთხელ სუონსი სიტის წინააღმდეგ.[21] ორმხრივი დიდი იმედების, მოლოდინისა და გეგმების მიუხედავად, არდილესი 6 თვის შემდეგ ტოვებს კლუბს და კვლავ „ტოტენჰემს“ უბრუნდება. ამგვარად, „პარი სენ-ჟერმენი“ უკვე მის გარეშე ხდება საფრანგეთის თასის მფლობელი, სადაც ფინალში, 1983 წლის 11 ივნისს „ნანტს“ ამარცხებს ანგარიშით 3–2.[22][23]
„ბლექბერნ როვერსი“ და „ქუინზ პარკ რეინჯერსი“
1987–1988 წლებში იცავს „ბლექბერნ როვერსის“, ხოლო 1988–1989 წლებში — „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ ღირსებას.
სანაკრებო კარიერა
1975–1982 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 52 შეხვედრა ჩაატარა,[24][25][26][27] რომლის მაისურით პირველად 1975 წლის 20 ივნისს, ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ კორნელიო საავედრას თასზე გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: კიროგა, პავონი, ოკანიო, კარდენასი, ლუის გალვანი ასტესიანო, ალდერეტე, ოვიედო, ვილა, ვალენსია და ოსვალდო არდილესი. მატჩი კოჩაბამბაში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1982 წლის 2 ივლისს, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბარსელონაში გაიმართა და ბრაზილიელთა გამარჯვებით ანგარიშით — 3–1 დასრულდა.
სანაკრებო მატჩები
სამწვრთნელო კარიერა
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მუშაობდა ინგლისის, მექსიკის, იაპონიის, ხორვატიის, სირიის, არგენტინის, ისრაელის და პარაგვაის საფეხბურთო კლუბებში. 1998 წელს დაასახელეს იაპონიის „ჯეი ლიგის“ საუკეთესო მწვრთნელად. 2004 წელს იაპონიის საფეხბურთო კლუბ „ტოკიო ვერდის“ მწვრთნელის რანგში „იმპერატორის თასის“ მფლობელი ხდება.[89]
სანაკრებო სტატისტიკა
ეროვნული ნაკრები |
წლები | ამხანაგური | მუნდიალი | კოპა ამერიკა | სხვა | ჯამში | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
არგენტინა |
1975 | 0 | 0 | - | - | 4 | 2 | 4 | 2 | 8 | 4 |
1976 | 5 | 0 | - | - | - | - | 4 | 1 | 9 | 1 | |
1977 | 9 | 0 | - | - | - | - | 2 | 0 | 11 | 0 | |
1978 | 4 | 2 | 6 | 0 | - | - | 2 | 0 | 12 | 2 | |
1979 | 2 | 0 | - | - | - | - | - | - | 2 | 0 | |
1981 | 0 | 0 | - | - | - | - | 2 | 0 | 2 | 0 | |
1982 | 3 | 0 | 5 | 1 | - | - | - | - | 8 | 1 | |
სულ ჯამში | 23 | 2 | 11 | 1 | 4 | 2 | 14 | 3 | 52 | 8 |
მსოფლიო ჩემპიონატებზე
არდილესმა მსოფლიო ჩემპიონატების 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ქვემოთ მოყვანილია არგენტინისა და ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატების მატჩები ოსვალდო არდილესის მონაწილეობით.[90][91][92][93][94]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1978 | არგენტინა | 2 | ნახევარმცველი | 6 | 0 | 4 | 1 | 1 | |
1982 | ესპანეთი | 1 | ნახევარმცველი | 5 | 1 | 2 | 0 | 3 |
გალერეა
-
ბერტონი და არდილესი „ელ გრაფიკოს“ გარეკანზე.
-
ოსვალდო არდილესი „ელ გრაფიკოს“ გარეკანზე.
-
ოსვალდო არდილესი „ელ გრაფიკოს“ გარეკანზე.
მიღწევები
საკლუბო
- ინგლისის ასოციაციის თასი: 1981 [97]
- უეფა-ს თასი: 1984
სანაკრებო
ლიტერატურა
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- გოდუაძე, ლაშა., მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010) / ჯანთიშვილი, გ., თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: მსოფლიო სპორტი, 2010. — გვ. 86–91, 346, 359. 496 გვ.
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: Soccer Books Ltd, 1998.
- Савин, А.В., История футбола - игроки, тренеры, судьи, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: Терра-спорт, 2001. — გვ. 33. 367 გვ, ISBN 5-93127-139-2Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
ბიბლიოგრაფია
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- კაკაბაძე, მიხეილ (1979). არგენტინის ცის ქვეშ. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- კაკაბაძე, მიხეილ (1981). ოქროს ქალღმერთიდან ფიფა-ს თასამდე. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ფანჯიკიძე, გურამ (1979). არგენტინა, არგენტინა!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- ფანჯიკიძე, გურამ (1982). ფორცა, იტალია!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Ardiles, Ossie (2010). Ossie's Dream: My Autobiography. London: Transworld. ISBN 0552-15918-2Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Foer, Franklin (2005). How Soccer Explains the World. New York: HarperCollins. ISBN 0060731427Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Goldblatt, David (2007). The Ball is Round: A Global History of Football. London: Riverhead Books. ISBN 1594482969Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing. ISBN 0977668800Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires.
რესურსები ინტერნეტში
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- ოსვალდო არდილესი — „ურაკანის“ ოფიციალური საიტი
- 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino · FIFA World Cup · 1982 FIFA World Cup
- Argentina · World Cup · Argentina National Team · Unofficial Matches · Match Details · Argentina NFT Players 1964–1998
- Estadisticas de Futbolistas Argentinos de Todos los Tiempos · RSSSF · Argentina 78 · RSSSF · España 82
სოციალური ქსელები |
---|
თემატური საიტები |
---|
AFS · BDFA · Calcio.com · Ceroacero.es · Eurosport.ru · FIFA · Football.ru · Footballplayers.ru · IMDb · Kinopoisk.ru · National Football Teams.com · Pes Miti del Calcio · Planet World Cup 1978 · Planet World Cup 1982 · Premier League · Manager Profile · Scribd · Soccerbase (M) · Spurs.ru · Tottenham Hotspur · Transfermarkt (M) · Transfermarkt (P) · WorldFootball.net |
ფოტო |
---|
Alamy |
ვიდეო |
---|
Ossie Ardiles returns to English Football · World Cup Moments: Osvaldo Ardiles |
მედია |
---|
Clarín · El Grafico · Idolos de la Selección: Osvaldo Ardiles · Sport-express.ru |
კომენტარები
- ↑ არდილესი №2 — არგენტინა 2–1 უნგრეთის მატჩის ფრაგმენტი. ბუენოს-აირესი, 2 ივნისი, 1978.
- ↑ „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ დიდების დარბაზი (ინგლ. Tottenham Hotspur Hall of Fame).
- ↑ ესტადიო ხუან დომინგო პერონი (ესპ. Estadio Juan Domingo Perón).
- ↑ ესტადიო ხორხე ლუის ჰირში (ესპ. Estadio Jorge Luis Hirschi).
- ↑ ირლანდიის საფეხბურთო ლიგის ნაკრები (ინგლ. League of Ireland).
- ↑ ოსვალდო არდილესი №8 — არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. არგენტინა 1–0 იუგოსლავიის ამხანაგური მატჩის ფრაგმენტი. 1977.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ 70 anos de Osvaldo Ardiles, campeão da Copa 1978 e quem abriu o futebol...
- ↑ Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978)
- ↑ არგენტინის ნაკრების შემადგენლობა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
- ↑ Argentine Squads in the World Cups (World Cup 1982)
- ↑ 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino
- ↑ Ardiles, the man who made it look easy
- ↑ Tottenham Hotspur Hall of Fame – double induction
- ↑ 8.0 8.1 Debut en Instituto: 6-10-1973 · Instituto: 0 vs Newell's Old Boys: 1
- ↑ 06/10/1973 en Córdoba: Instituto de Córdoba 0, Newell’s Old Boys 1
- ↑ Torneo Nacional 1973 · 06/10/1973 - Fecha 1 · Instituto 0–1 Newell's Old Boys
- ↑ 14-10-1973 (N) (3°F) Instituto: 1 vs Juventud Antoniana (Salta): 0 (1 gol) (PT:14')
- ↑ 16-12-1973 (N) (15°F) San Lorenzo: 0 vs Instituto: 2 (1 gol) (PT:38')
- ↑ Debut en Belgrano: 21-7-1974 (N) (1°F) Estudiantes (La Plata): 2 vs Belgrano: 1.
- ↑ Primer Gol: 18-8-1974 (N) (5°F) Belgrano: 6 vs All Boys: 1 (1 gol) (ST:40')
- ↑ Ultimo Partido: 22-11-1974 (N) (18°F) Boca Juniors: 1 vs Belgrano: 0.
- ↑ Boca Juniors 1 - Belgrano (Córdoba) 0
- ↑ Argentina — Domestic Championships 1975
- ↑ 3 juillet 1982 : Osvaldo Ardiles, un champion du monde au PSG
- ↑ Lokomotiv Sofia 1–0 Paris Saint-Germain
- ↑ Paris Saint-Germain 5–1 Lokomotiv Sofia
- ↑ Swansea City 0–1 Paris Saint-Germain
- ↑ Finale le 11 Juin 1983 au Parc des Princes PSG bat Nantes 3 buts à 2
- ↑ France - Cup History 1917-1997 · Coupe de France 1982/83
- ↑ Argentina National Team Players 1964-1998: Osvaldo César Ardiles
- ↑ Argentina — Record International Players: Osvaldo César Ardiles
- ↑ Argentina at the 1978 FIFA World Cup
- ↑ Osvaldo Ardiles, Argentina legend
- ↑ Bolivia 1–2 Argentina, 20 June 1975
- ↑ Venezuela 1–5 Argentina, 03 August 1975
- ↑ Brazil 2–1 Argentina, 06 August 1975
- ↑ Argentina 11–0 Venezuela, 10 August 1975
- ↑ Argentina 11–0 Venezuela, 10 Aug 1975
- ↑ Argentina 0–1 Brazil, 16 August 1975
- ↑ Argentina 6–0 USA, 21 August 1975
- ↑ Argentina 6–0 Estados Unidos
- ↑ Argentina 2–0 Costa Rica, 28 August 1975
- ↑ Mexico 1–1 Argentina, 31 August 1975
- ↑ USSR 0–1 Argentina, 20 March 1976
- ↑ Hungary 2–0 Argentina, 27 March 1976
- ↑ Argentina 4–1 Uruguay, 08 April 1976
- ↑ Argentina 2–2 Paraguay, 28 April 1976
- ↑ Uruguay 0–3 Argentina, 09 June 1976
- ↑ Argentina 2–0 Chile, 13 October 1976
- ↑ Argentina 2–0 Chile, 13 October 1976
- ↑ Copa Carlos Dittborn 1976 (13 Oct., Argentina 2-0 Chile)
- ↑ Peru 1–3 Argentina, 28 October 1976
- ↑ Argentina 1–0 Peru, 10 November 1976
- ↑ Argentina 0–0 USSR, 28 November 1976
- ↑ Argentina 5–1 Hungary, 27 February 1977
- ↑ Argentina 1–1 Iran, 22 March 1977
- ↑ Argentina 3–1 Poland, 29 May 1977
- ↑ Argentina 1–3 West Germany, 05 June 1977
- ↑ Argentina 1–1 England, 12 June 1977
- ↑ Argentina 1–1 Scotland, 18 June 1977
- ↑ Argentina 0–0 France, 26 June 1977
- ↑ Argentina 1–0 Yugoslavia, 03 July 1977
- ↑ Argentina 2–0 East Germany, 12 July 1977
- ↑ Argentina 2–1 Paraguay, 24 August 1977
- ↑ Paraguay 2–0 Argentina, 31 August 1977
- ↑ Paraguay 2–0 Argentina, 31 Aug 1977
- ↑ Argentina 2–1 Peru, 19 March 1978
- ↑ Peru 1–3 Argentina, 23 March 1978
- ↑ Argentina 3–1 Bulgaria, 29 March 1978
- ↑ 3–1: Argentina Derroto A Bulgaria
- ↑ Argentina 2–0 Romania, 06 April 1978
- ↑ Argentina 3–1 League of Ireland, 20 April 1978
- ↑ Argentina 3–0 Uruguay, 03 May 1978
- ↑ Argentina 2–1 Hungary, 02 June 1978
- ↑ Argentina 2–1 France, 06 June 1978
- ↑ Argentina 0–1 Italy, 10 June 1978
- ↑ Argentina 2–0 Poland, 14 June 1978
- ↑ Argentina 0–0 Brazil, 18 June 1978
- ↑ Argentina 3–1 Netherlands, 25 June 1978
- ↑ Argentina 0–0 Netherlands, 22 May 1979
- ↑ Argentina 1–2 Rest of the World, 25 June 1979
- ↑ Argentina 2–1 Germany, 01 January 1981
- ↑ Argentina 1–1 Brazil, 04 January 1981
- ↑ Argentina 1–1 USSR, 04 April 1982
- ↑ Argentina 2–1 Bulgaria, 05 May 1982
- ↑ Argentina 1–0 Romania, 12 May 1982
- ↑ Argentina 0–1 Belgium, 13 June 1982
- ↑ Argentina 4–1 Hungary, 18 June 1982
- ↑ Argentina 2–0 El Salvador, 23 June 1982
- ↑ Italy 2–1 Argentina, 29 June 1982
- ↑ Brazil 3–1 Argentina, 02 July 1982
- ↑ Copa Cornelio Saavedra (Jun 27., Bolivia 1-2 Argentina)
- ↑ Copa Félix Bogado 1977 (24 Aug., Argentina 2-1 Paraguay)
- ↑ Copa Ramón Castilla 1978 (19 Mar., Argentina 2-1 Peru)
- ↑ Ossie Ardiles Manager Statistics
- ↑ Argentina at the 1978 FIFA World Cup
- ↑ Argentina at the 1982 FIFA World Cup
- ↑ Football statistics of the country Argentina in the year 1982
- ↑ Argentina National Team » Squad World Cup 1982 Spain
- ↑ Osvaldo Ardiles in the World Cups
- ↑ Argentina 1–0 Yugoslavia, 03 July 1977
- ↑ 1981. Diego debuta en Boca
- ↑ England FA Challenge Cup 1980–1981
- ↑ 1978 World Cup Final: Argentina 3-1 Netherlands
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- თარგი წიგნი/გვერდები
- თარგი წიგნი/გვერდნი
- დაბადებული 3 აგვისტო
- დაბადებული 1952
- არგენტინელი ფეხბურთელები
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ინსტიტუტოს ფეხბურთელები
- ატლეტიკო ბელგრანო დე კორდობას ფეხბურთელები
- ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრები
- ინგლისის საფეხბურთო ლიგის ფეხბურთელები
- ტოტენჰემ ჰოტსპურის ფეხბურთელები
- ბლექბერნ როვერსის ფეხბურთელები
- ურაკანის ფეხბურთელები
- ქუინზ პარკ რეინჯერსის ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელები
- არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები
- 1975 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- 1978 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში
- არგენტინელი ფეხბურთის მწვრთნელები
- ნიუკასლ იუნაიტედის მწვრთნელები
- ზაგრების დინამოს მწვრთნელები