პერევი
სოფელი | |||||
---|---|---|---|---|---|
პერევი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
[[მხარე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მხარე]] | იმერეთის მხარე | ||||
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] | საჩხერის მუნიციპალიტეტი | ||||
თემი | ჭალა | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მმართველი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ფართობი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ცენტრის სიმაღლე | 760 მ | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 564[1] კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერევი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემი). მდებარეობს ყვირილის ზემოთში (ყვირილის და ღებურის შესართავთან), ზღვის დონიდან 760 მ, საჩხერიდან 20 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 564 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 632 | 318 | 314 |
2014[1] | ფაილი:Decrease2.svg 564 | 291 | 273 |
რუსეთ-საქართველოს ომი
სოფელი პერევი უშუალოდ ესაზღვრება ჯავის მუნიციპალიტეტს, რომელსაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ადმინისტრაცია და რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლები თედელეთი, სინაგური, ტბეთი, ქვემო ქარზმანი, ზემო ქარზმანი, ხახეთი და ჯალაბეთი 1991 წლამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონს მიეკუთვნებოდნენ. ოსეთის მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღადგენდა კონტროლს სოფლებზე, რომლებიც ექცეოდნენ სამხრეთ ოსეთის ძველ საზღვრებში.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს პერევი დაიკავა რუსეთის ჯარმა. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით საოკუპაციო ჯარებს უნდა დაეხიათ უკან სოფელ პერევიდან, თუმცა, მიუხედავად შეთანხმებისა, 2010 წლის ოქტომბრამდე სოფელი კვლავ რჩებოდა ოკუპირებულად და დაძაბულობის კერად; პერევში შეღწევა ვერც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა შეძლეს.[4]
2010 წლის 14 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, ჟენევის დისკუსიების მეცამეტე რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი შეიარაღებულ ძალებს გაიყვანს სოფელ პერევიდან უახლოეს მომავალში და ეს იქნება კეთილი ნების ჟესტი რუსეთის მხრიდან:
ვიკიციტატა | „რუსეთის ფედერაციამ მოამზადა და უახლოეს მომავალში გაიყვანს რუსულ სასაზღვრო საგუშაგოს დასახლებულ პუნქტ პერევიდან, რომელიც მდებარეობს გეოგრაფიულად სადავო ტერიტორიაზე“
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ
ვიკიციტატა | „ნებისმიერი მცირე ტერიტორიის, ან სოფლის დეოკუპაცია პოზიტიური მოვლენაა, თუმცა რუსეთის ამ განცხადებისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება არ ღირს. თუკი ისინი მართლა გავლენ ამ სოფლიდან... ისინი შეეცდებიან ამ ფაქტის გაყიდვას, როგორც კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯისა; სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს უმცირესი ნაწილია იმ ვალდებულებებისა, რაც მათ აღებული აქვთ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით“
|
(
[5])
|
იმავდროულად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეების პერევიდან გასვლაზე საუბარი ნაადრევია, რადგან რუსეთს მსგავსი განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია, თუმცა ბოლომდე არ შეუსრულებია. მოგვიანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა 2010 წლის 18 ოქტომბერს პერევი დატოვეს. სოფელს უკვე სრულად აკონტროლებს საქართველოს პოლიცია.[6] ცხინვალის რეგიონის საინფორმაციო საშუალებებმა პერევის დატოვება „ქართული დიპლომატიის მცირე გამარჯვებად“ შეაფასეს.[7]
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 22.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ პერევის მოვლენები ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 დეკ.'08 / 12:06.
- ↑ კარასინი: რუსული ძალები პერევს უახლოეს მომავალში დატოვებენ // სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ოქტ. 2010
- ↑ რადიო თავისუფლება: რუსმა სამხედროებმა სოფელი პერევი დატოვეს
- ↑ (რუსული) ...минус Переви
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted