შინაარსზე გადასვლა

ჭორვილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჭორვილა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted


Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
[[მხარე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მხარე]] იმერეთის მხარე
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი საირხე
შიდა დაყოფა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მმართველი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი ხსენება [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ცენტრის სიმაღლე 760
ოფიციალური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოსახლეობა 1451[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საფოსტო ინდექსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საავტომობილო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ჭორვილასოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (საირხის თემი). 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1451 კაცი. სოფელში არის საჯარო სკოლა[2]; აგრეთვე საექიმო ამბულატორია და სასტუმრო.

გეოგრაფია

ფაილი:ფრონე.jpg
ფრონე

სოფელი ჭორვილა მდებარეობს ზემო იმერეთში, ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან 760 მეტრი, საჩხერიდან 6 კილომეტრი. ჭორვილას ესაზღვრება სოფლები: საირხე, მერჯევი, გორისა, მოძვი, ქორეთი და ითხვისი. სოფელში ჩამოედინება პატარა მდინარე ფრონე, რომელიც მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადია. სოფლის ჰავა ზომიერია. ნალექები – 900-1000 მმ წელიწადში. ზამთარი საკმაოდ ცივი და თოვლუხვია. სოფელში გავრცელებულია ყვითელმიწა ნიადაგები. სოფელი მდიდარია ბუნებრივი სასმელი წყლით და ტყის მასივით.

სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე საირხულას ხეობაში, სიმაღლე ზღვის დონიდან 560 მეტრი, ხოლო მაქსიმალური ადგილია უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სოფლის ტყის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 842 მეტრი. ცენტრის სიმაღლე ზღვის დონიდან 535 მეტრია. ჭორვილა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება (სახნავ-სათესი, საძოვრებითა და ტყის ზოლის ჩათვლით) საშუალოდ 4 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 3 კმ-ზე.

ჭორვილა შედის საირხის თემში, მანძილი ცენტრამდე 2 კილომეტრია, ხოლო მანძილი ქალაქ საჩხერემდე 7 კილომეტრია, სოფელში ცხოვრობს 688 კომლი, 1451 სული მცხოვრებით.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მევენახეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა. სოფელში არის საჯარო სკოლა 347 მოსწავლითა და 40 პედაგოგით.

ჭორვილის სანახების გეოგრაფიული სახელებია: ნიხიერი, საღორია, მაჩვიწყარო, ნადირაძის ტყე, გზ-აგასაყარი, მიშას ახო, საჩაიე, ღვლენჭი ყანები, წითელგორა, სილიონისახო, ნამოსახლი, მწყერაული, ვაშლანა, ახო, გაიანეს ბაღი. სოფლის ტერიტორიაზე არის ცივი კამკამა წყაროები: მაჩვიწყარო, ილარიონის წყარო, კოდისწყარო, წინწკილა, დიდაური. სოფლის ტერიტორიაზე გაედინებიან მცირე დებიტის მქონე ნაკადულები: ფერმისღელე, წინწკილისღელე, ბურძენიძეებისღელე, მწყერაულის ღელე (მდინარე ყვირილის აუზი).

ფაილი:ჭორვილის ტყე.jpg
ჭორვილის ტყე

მცენარეებიდან გავრცელებულია: მრავალძარღვა, ბოლოკურა, სამყურა, ლენცოფა, ძაღლყურძენა, ლემა, ბაბუაწვერა, გულყვითელა, გვირილა, ვირისტერფა, გეორგინა, მზესუმზირა, ასფურცელა, ნარგიზი, შროშანა, სიმინდი, ასკილი, სვინტრი, იაჟუჟუნა, ცირცელი, მოცვი, ჟოლო, მოცვი, ცაცხვი, მუხა, აკაცია, არყი, ფიჭვი, ია, ჭინჭარი, ფურისულა, ნაცარქათამა და სხვა.

ფაუნას წარმომადგენლებიდან გვხვდება: დედოფალა, თეთრყელა კვერნა, ლოკოკინა, კალია, მახრა, კოლორადოს ხოჭო, ჭიამაია, პეპელა, ფუტკარი, ჭიანჭველა, ბუზი, კოღო, ობობა, ბაყაყი, მერცხალი, შაშვი, მიმინო, ქორი, გომბეშო, ტრიტონი, ხვლიკი, ზღარბი, ბეღურა, კოდალა, მწყერი, ოფოფი, წივწივა, ბუ, გუგული, თხუნელა, ღამურა, თაგვი, ვირთხა, ტურა და სხვა.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1451 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1535 793 742
2014[1] 1451 720 731

ისტორია

სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს და რკინის ხანის ყორღანული ტიპის სასაფლაო. წყაროებში კი სოფელი XII საუკუნიდან იხსენიება. 1103 წელს თამარ მეფის ბრძანებით ჭორვილას 12 გელათელი ბერის გამოკვება დაევალა.

ისტორიული ძეგლები

ფაილი:ხედი წმინდა გიორგიდან.jpg
ხედი წმინდა გრიგოლის სალოცავიდან

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ისტორიული ძეგლები: გრიგოლწმინდას სალოცავი, წერეთლების ციხის ნანგრევები. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, რომელიც ტაძრის აღმოსავლეთ კედლის წარწერის მიხედვით 1901 წელსაა აგებული ოსტატ ნოზაძის მიერ.

ეკონომიკა

სოფლის მეურნეობიდან განვითარებულია მევენახეობა. მოსახლეობას გაშენებული აქვს ვაზის სხვადასხვა ჯიში: ცოლიკოური, იზაბელა, ალიგოტე. ღვინის დაწურვა და შენახვა ძირითადად შინაურ პირობებში ხდება. იყენებენ სოფელ ტყემლოვანაში დამზადებულ ქვევრებს. ქვევრის ჰერმეტულად დასახურად ადგილობრივი ყვითელი მიწა გამოიყენება. მის გამოსარეცხად კი ტრადიციული იარაღები სარცხლი და თაგვისარა გამოიყენება.

სოფელში ასევე განვითარებულია ხე-ტყის დამუშავება, მრავლადაა ელექტროწისქვილები.

ცნობილი ადამიანები

  • ბიძინა ივანიშვილიქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენი და ოლიგარქი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში. 2000 წლიდან 2014 წლამდე იყო სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში. არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

ფოლკლორი

სოფელში აღნიშნავენ „გრიგოლობას“, გრიგოლ ხანძთელის სახელობის დღესასწაულს, რომელიც აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ აღინიშნება. ჭორვილას სამზარეულო იმერულია. მისი ძირითადი ელემენტებია: ხაჭაპური, მჭადი, ფელამუში, გოზინაყი, საცივი, წანდილი, ფხალი.

სოფლის მოსახლეობაში შემორჩენილია ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები: სადღეგრძელოები და შელოცვები:

ლოცვა ქარწყლისა:

ესკიზის შექმნის შეცდომა:
„ანი იყო, ნავი იყო, ნავის წინა სახლი იყო, სახლის წინა სახტარია, სახტრის წინა ქალი არის
ადე ქალო მომიტანე ნამგალი და ნამგლის წვერი, ავალ ზეცას, ვეტყვი დედას.
ამოვიტან დანა-ჩანგალს, დავკრავ ჩქიფსა, ვადენ სისხლსა, გეიპაროს დილასა“
ესკიზის შექმნის შეცდომა:
„დიდება დიდ ღმერთსაო, დიად მეუფესაო
(შავი) თეთრი ღვინით სავსე ჭიქა მიჭერია ხელსაო
ღმერთო ყველას გაუმარჯვე, სტუმარ-მასპინძელსაო
შინაურ და გარეულსა, გაყრილ მეზობლებსაო
მე არავის არ დავტოვებ, არც დიაკვნებს, მღვდლებსაო
ყველაწმინდას გაუმარჯოს, გამვლელ-გამომვლელსაო
ამით ვამთავრებ მე ლოცვას, აღარ ვამბობ ბევრსაო
ამ ერთ ჭიქას სულ გამოვცლი, არ დავტოვებ წვეთსაო.[4]

ნეფე დედოფლის სადღეგრძელო:

ესკიზის შექმნის შეცდომა:
„ამხანაგებო, ქორწილში სადღეგრძელოს თქმა ვალია
მე მსურს პირველი დავლოცო მეფე და დედოფალია
ვიღებ სასმისს, ვადღეგრძელებ ორ გაუშლელ კოკობ-ვარდსა
ამ დღეიდან შეერთებულს ჩვენს მეფეს და დედოფალსა
დღეგრძელობა, ჯანმრთელობა იყოს მათი თანამგზავრი
შვილიც ბევრი გაჩენოდეთ, მამულის გასახარელი
ათასი წელი ეცოცხლოთ, დღეგრძელი და ბედნიერი
[5]

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-12. ციტირების თარიღი: 2011-07-24.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  4. მთქმელი ივანე ივანაშვილი, 65 წლის.
  5. მთქმელი ლ. კვინიკაძე, 68 წლის.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ჭორვილა&oldid=57086“-დან