შინაარსზე გადასვლა

პლინიუს უფროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფაილი:Commons-logo.svg [[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში
პლინიუს უფროსი. XIX საუკუნეში დახატული წარმოსახვითი პორტრეტი, მისმა ორიგინალურმა პორტრეტმა ჩვენამდე ვერ მოაღწია

გაიუს პლინიუს სეკუნდუსი (ლათ. Gaius Plinius Secundus), ასევე ცნობილია როგორც პლინიუს უფროსი (ლათ. Plinius Maior), თავისი დისშვილის პლინიუს უმცროსისგან განსასხვავებლად (დ. 23 — გ. 25 აგვისტო, 79) — რომაელი ბუნებისმეტყველი ფილოსოფოსი, „ბუნების ისტორიის“ (Naturalis Historia) ავტორი.

ბიოგრაფია

პლინიუსი დაიბადა ქალაქ კომოში (ციზალპური გალია) 23 წელს. 35 წლისთვის მამამისმა რომში წაიყვანა განათლების მისაღებად. მისი რიტორიკის მასწავლებელი იყო პუბლიუს პომპონიუს სეკუნდუსი.

45 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, პლინიუსმა სამხედრო სამსახური დაიწყო გალიასა და ბელგიაში, სადაც იგი სამხედრო ტრიბუნი იყო. ახალგაზრდა კაცისთვის ეს სამსახური იყო გარდამავალი საფეხური მხედრობისკენ ან სენატორობისკენ. 47 წელს იგი მონაწილეობდა გერმანულ ტომთან, ხავკებთან, ბრძოლებში და მდინარე რეინსა და მაასს შორის არხის მშენებლობაში. 50-იანი წლების დასაწყისში იგი განაგრძობდა გერმანულ ლეგიონში მსახურობას, მონაწილეობა მიიღო არაერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში. ამ პერიოდში მან დაწერა პირველი ტრაქტატი ცხენოსნის მიერ შუბის ტყორცნის შესახებ, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. რეინის არმიაში მსახურობისას მან დაწერა დღეისთვის ცნობილი ნაშრომი „გერმანელების ისტორია“. ამავე პერიოდში მან გაიცნო და დაუახლოვდა ტიტუს ფლავიუსს, მომავალი იმპერატორის, ვესპასიანე ფლავიუსის ვაჟს.

59 წელს პლინიუსი რომში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე დამსახურებული ვეტერანი და მწერალი იყო, ამ პერიოდში მისთვის კარიერული ზრდა ადვილი არ ყოფილა. იმპერატორ ნერონის გარშემო მეტწილად ხელოვანი ხალხი იყო და არა ყოფილი სამხედროები. სწორედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმის, თუ რატომ არ დაიწყო პლინიუსმა საჯარო სამსახური. ამ პერიოდში მთელ დროს პლინიუსი წიგნებს უძღვნიდა. იგი მუდამ კითხულობდა ან მონებს აკითხინებდა, სადილობისას, გზაში და აბანოშიც კი. როგორც მისი დისშვილის წერილებიდანაა ცნობილი, პლინიუსი ფუჭად დაკარგულად მიიჩნევდა ყოველ წამს, როდესაც რაიმე ახალს არ სწავლობდა. ყოველი წაკითხული წიგნიდან იგი ამონაწერებს და შენიშვნებს იკეთებდა. ამ პეროდში მან არაერთი წიგნი გამოაქვეყნა სხვადასხვა თემაზე.

62 წელს პლინიუსის დას ეყოლა ვაჟი - გაიუს კეცილიუს სეკუნდუსი. პლინია მალევე დაქვრივდა, რის შემდეგაც, ვინაიდან მას საკუთარი ცოლშვილი არ ჰყავდა, პლინიუსმა დისშვილი იშვილა.

69 წელს პლინიუსის ცხოვრება სრულიად შეიცვალა. უპირველეს ყოვლისა, 68 წლის ბოლოს იმპერატორ ნერონს სენატიცა და პრეტორიანელებიც აუჯანყდნენ. შედეგად იმპერატორმა თავი მოიკლა. იმავე წელს ერთმანეთის მიყოლებით ტახტზე ავიდა და შემდეგ მოკლეს 3 იმპერატორი. რიგით მეოთხე იმპერატორი გახდა პლინიუსის მეგობრის მამა ვესპასიანე. სწორედ ამან განაპირობა პლინიუსის კარიერული წინსვლა. 70 წელს იგი გახდა პროკურატორი გალიაში, 72 წელს აფრიკაში, 73 წელს ესპანეთში და 75 წელს ბელგიურ გალიაში.

რომში არ ყოფნისას მან დისშვილს აღმზრდელად ვერგინიუს რუფუსი დაუნიშნა, რათა მისი არყოფნა უარყოფითად არ ასახულიყო ახალგაზრდას აღზრდა-განათლებაზე. გალიიდან დაბრუნების შემდეგ მან მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავა უშუალოდ იმპერატორთან. რა შედიოდა მის ფუნქციებში უცნობია, თუმცა, როგორც უმცროსი პლინიუსი მოგვიანებით წერდა, უფროსი პლინიუსი ძალიან დაკავებული იყო.

პლინიუსის კარიერაში შემდეგი ნაბიჯი იყო მისენუმის ფლოტის მეთაურად დანიშვნა. ახლა იგი უკვე დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

ფაილი:Plinybbc.jpg
კადრი ფილმიდან „პომპეი: უკანასკნელი დღე“ პლინიუსის როლში თიმ პიგოტ-სმიტი. პლინიუსი ვეზუვის ამოფრქვევას ადევნებს თვალყურს

79 წლის აგვისტოში პლინიუსი, მისი და და დისშვილი მისენიუმში იყვნენ. 24 აგვისტოს პლინიამ დაინახა ზღვის მიღმა ვეზუვის მთაზე აღმართული სქელი კვამლის სვეტი და ძმას უხმო. იმ დროს რომაელებმა ჯერ არაფერი არ იცოდნენ ვულკანების შესახებ. ასეთმა უჩვეულო მოვლენამ პლინიუსის ყურადღებაც მიიპყრო, რომელსაც, მიუხედავად დაკავებულობისა, დაწერილი ჰქონდა ფუნდამენტალური ნაშრომი „ბუნების ისტორია“. ამ მოვლენისთვის ახლოდან თვალყურის სადევნად მან სასწრაფოდ გემის გამზადება ბრძანა. პლინიუსს დისშვილის წაყვანაც სურდა, თუმცა ამ უკანასკნელმა მეცადინეობა არჩია. ამ დროს მოვიდა ცნობა რომ პომპეის მოსახლეობას ვულკანისგან საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ პლინიუსი არა მარტო თვითონ გაემგზავრა ვეზუვისკენ, არამედ ფლოტიც გაუშვა მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ქარის გამო მან პომპეის ვერ მიაღწია და გაჩერდა სტაბიაში, სადაც ღამე მეგობრის სახლში გაატარა. მეორე დღეს იგი ამოფრქვევის ზონას მიუახლოვდა, რათა უკეთ აღეწერა იგი და დაიღუპა კიდეც, სავარაუდოდ მომწამვლელი გაზებისგან.

ნაშრომები

პირველი ნაშრომი პლინიუსმა შექმნა გერმანულ ლეგიონში მსახურობისას 51 წელს. ეს იყო ტრაქტატი ცხენოსნის მიერ შუბის ტყორცნის შესახებ. როგორც ჩანს იგი აკვირდებოდა თუ როგორ აკეთებდნენ ამას გერმანელები და აღწერა, რათა რომაელ ჯარისკაცებსაც ესწავლათ შუბის ტყორცნის გერმანული ტექნიკა.

მეორე ნაწარმოები პლინიუსმა 52 წელს დაწერა თავისი მასწავლებლის და შემდეგ სამხედრო მეთაურის პომპინიუს სეკუნდუსის ცხოვრების შესახებ (De vita Pomponii Secundi), როგორც ჩანს ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო.

რეინის არმიაში მსახურობისას გერმანული ტომების შესახებ მიღებული ცოდნა და გამოცდილება პლინიუსმა შეაჯამა ნაშრომში გერმანელების ისტორია, რომელიც 20 ტომად გამოიცა. იმ დროისთვის ამ ნაწარმოებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, მას მოგვიანებით იყენებდა პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი, რომელიც ასევე წერდა გერმანელების ისტორიას.

59 წელს რომში დაბრუნებულ პლინიუსს ნერონის დროინდელი პოლიტიკური სიტუაცია არ უწყობდა ხელს საჯარო სამსახურისთვის, ამიტომ დარჩენილ თავისუფალ დროს იგი წიგნების კითხვას ახმარდა. ამ პერიოდში მან შემდეგი ახალი წიგნები გამოაქვეყნა: როტირიკის სახელმძღვანელოები სამ წიგნად (Studiosi), 8 წიგნი გრამატიკული პრობლემების შესახებ (Dubii Sermonis) და ისტორიული ნაშრომი 31 ტომად, რომლებსაც აუფიდიუს ბასუსის ისტორიის გაგრძელება უწოდა (A fine Aufidii Bassi), ვინაიდან მისი ისტორია იწყება იმ პერიოდიდან, სადაც სრულდება ბასუსის ისტორია.

„ბუნების ისტორია“

ყველა ზემოთხსენებული ნაშრომი დაიკარგა და მათ შესახებ ცნობები მხოლოდ იმ დროინდელი ავტორებისგან და უმეტესად პლინიუს უმცროსის წერილებიდან მოიპოვება. ერთადერთი შემონახული ნაშრომი არის „ბუნების ისტორია“ (Naturalis Historiae) 37 ტომად. ეს არის ენციკლოპედიური სახის ნაშრომი, რომელშიც აღწერილია იმ დროს დაგროვილი ცოდნა ბუნების შესახებ.

ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი სახის ენციკლოპედიურ ნაშრომს იმ დროს უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა. ეს ნაშრომი დღესაც საინტერესოა იმით, რომ გვაწვდის პრაქტიკულად ამომწურავ ინფორმაციას იმდროინდელი საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების შესახებ. ამავე დროს ეს ერთადერთი წყაროა ანტიკურ ეპოქაში ლითონებისა და ძვირფასი ქვების დამუშავებაზე, თანაც პლინიუსის მიერ ჩამოთვლილი ავტორების ნაშრომთა უმეტესობა დაკარგულია, ამიტომ მათზე ხშირად ერთადერთი ინფორმაცია მხოლოდ ამ წიგნში გვხვდება.

რესურსები ინტერნეტში

ესკიზის შექმნის შეცდომა: ლიტერატურის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ლიტერატურის შესახებ.