პორტალი:ახალი ამბები/2010 აგვისტო 24
იერსახე
თარგი:პორტალი:ახალი ამბები/დამთარიღებელი
- მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მორაგბეთა პირველი საერთაშორისო საკლუბო ტურნირი ჩატარდება. შავი ზღვის თასის გათამაშებაზე 6 კლუბი იასპარეზებს. „ლელოს“, „ლოკომოტივს“ და ბათუმის სარაგბო გუნდებს რუმინული და უკრაინული კლუბები დაუპირისპირდებიან. ტურნირი მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. (პირველი არხი)
- ლას-ვეგასში მის სამყარო გამოვლინდა. გვირგვინი მის-მექსიკას ერგო. 22 წლის ხიმენა ნავარეტე ჟიურიმ 83 გოგონას შორის აირჩია. ნავარეტე გვადალაჰარაში დაიბადა. ჯილდოდ მას ბრილიანტებით შემკულ გვირგვინთან ერთად ცნობილი ბრენდების საიუველირო ნაწარმი გადაეცა. ვიცე-მისი იამაიკელი იენდი ფილიპსი გახდა. (პირველი არხი)
- მორაგბეთა პირველი საერთაშორისო საკლუბო ტურნირი გაიმართა თბილისში. შავი ზღვის თასის სადებიუტო გათამაშებაზე 6 კლუბი იბრძოლებს. ქართული კლუბების მეტოქეები რუმინეთისა და უკრაინის გუნდები იქნებიან. შეხვედრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. ტურნირის პირველი შეხვედრა საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „ლელოსა“ და ოდესის „კრედოს“ შორის დღეს გაიმართება. (პირველი არხი)
- უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. 1991 წელს სწორედ ამ დღეს დატოვა უკრაინამ საბჭოთა კავშირი და თავი დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ქვეყანაში დილიდან დაიწყო საზეიმო ღონისძიებები. ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე პეჩორის ლავრაში ლოცვა დაიწყო, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტიც დაესწრო. (პირველი არხი)
- ფილიპინებზე გლოვის დღე გამოცხადდა. ქვეყანაში ავტობუსის გატაცებისას დაღუპულ ტურისტებს გლოვობენ. უკვე დაზუსტდა, რომ შტურმამდე გამტაცებელმა 8 ადამიანი მოკლა. მომხდარში ყოფილი ტყვეები ფილიპინელ სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ მოლაპარაკებებიც და შტურმიც კარგად არ იყო დაგეგმილი. (პირველი არხი)
- მეწყერი კახეთში - სოფელ გურჯაანში სტიქიამ საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ნგრევის დროს სახლში 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. იაგანაშვილების ოჯახის, სახლი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. იაგანაშვილები ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილი. დაზარალებულებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. (პირველი არხი)
|}