შინაარსზე გადასვლა

გურჯაანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ქალაქი
გურჯაანი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გურჯაანის ცენტრი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted


Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
[[მხარე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მხარე]] კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
შიდა დაყოფა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მმართველი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი ხსენება [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
ამჟამინდელი სტატუსი 1934
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ცენტრის სიმაღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოსახლეობა 8024[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,8 %
სომხები 1,4 %
რუსები 0,8 %
სასაათო სარტყელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სატელეფონო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საფოსტო ინდექსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საავტომობილო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური საიტი gurjaani.gov.ge
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

გურჯაანი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთის მხარე), გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა: 8 024 (2014).

გეოგრაფია

გურჯაანი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ მთისწინეთის და ალაზნის ველის მიჯნაზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 400 მ სიმაღლეზე, თბილისიდან დაშორებულია 111 კმ-ით.

ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,4°C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,9°C, ივლისისა — 23.6°C. ნალექები 804 მმ წელიწადში.

ქალაქის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 412 მეტრზე მდებარეობს კურორტი „ახტალა“. კურორტის სამკურნალო ფაქტორია ფსევდოვულკანური წარმოშობის ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის. სამკურნალო ჩვენებებია: მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული დავადებები, პერიფერიული ნერვიული სისტემისა და გინეკოლოგიური დავადებანი. კურორტზე სეზონი გრძელდება მაისიდან ნოემბრამდე.[3]

ისტორია

„გურჯაანის“ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადმოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს.

ქალაქ გურჯაანის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულია ქალაქში შემთხვევით მოპოვებული არქეოლოგიური მასალა: თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ბრინჯაოსა და რკინის იარაღი, სხვადასხვა სამკაული. 1949 წელს გურჯაანში აღმოჩნდა ოქროს 7 ცალი ბიზანტიური მონეტა, მოჭრილი ალექსი I-ის (1081-1118) და იოანე II-ის (1118-1143) სახელით.

სოფელი გურჯაანი წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის (1476-1511) გუჯარში, რომლის მიხედვით კახთუბანი-გურჯაანი მეფეს გადასახადისაგან გაუთავისუფლებია (კახთუბანი ამჟამად ქალაქის ერთ-ერთი უბანია). გურჯაანი მოხსენიებულია ასევე ვახუშტი ბატონიშვილის და იოანე ბატონიშვილის შრომებში. ამ პერიოდში ის ვაჩნაძეებისა და ანდრონიკაშვილების სოფელია. იოჰან გიულდენშტედტის მიხედვით XVIII ს-ის 70-იან წლებში გურჯაანი გაპარტახებული ყოფილა.

ქალაქი გურჯაანი 1934 წელს დაარსდა. მის შემადგენლობაში მოექცა ასევე კურორტი ახტალა. საბჭოთა პერიოდში გურჯაანი წარმოადგენდა სარკინიგზო კვანძს, სადაც თბილის-თელავის რკინიგზის ხაზს გამოეყოფოდა წნორის მიმართულებით მიმავალი განშტოება (უმოქმედოა 1990 წლიდან). ქალაქში მოქმედებს ღვინის (მ. შ. სააქციო საზოგადოება „გურჯაანი-1929"), სპირტის, ყველ–კარაქის ქარხნები, აგრეთვე ადგილობრივი მნიშვნელობის წვრილი საწარმოები. მოსახლეობა უმთავრესად ჩაბმულია სასოფლო-სამეურნეო შრომაში (მევენახეობა-მებაღეობა).

კულტურა

გურჯაანში არის გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი, ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი, დიდების მემორიალური მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კახეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული საცავი (ყოფილი გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ქალაქში წარსულში არსებობდა სახალხო თეატრი, მის ნაცვლად ამჟამად მოქმედია მუნიციპალური კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასი.

ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირებს შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სადაც 2019 წელს გაიხსნა ღვინის მუზეუმი.[4]

გურჯაანში და მის სიახლოვეს შემორჩენილია ისტორიული ძეგლები გურჯაანის ყველაწმინდა და ტატიას საყდარი. გურჯაანში მოქმედებს წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, აქვეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

დემოგრაფია

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1939 [5] 4 553
1959 [5] ფაილი:Increase2.svg 8 186
1970 [5] ფაილი:Increase2.svg 10 279
1979 [5] ფაილი:Increase2.svg 10 954
1989[6] ფაილი:Increase2.svg 12 872 6 001 6 871
2002[6] ესკიზის შექმნის შეცდომა: 10 027 4 580 5 447
2014[1] ესკიზის შექმნის შეცდომა: 8 024 3 728 4 296
2021[5] ესკიზის შექმნის შეცდომა: 7 535

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=გურჯაანი&oldid=1011“-დან