შინაარსზე გადასვლა

ჟან-ლიუკ გოდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან-ლიუკ გოდარი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
საქმიანობა კინოკრიტიკოსი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, ოპერატორი, მემონტაჟე, პროდიუსერი
აქტიური 1950–2022
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ოსკარი საპატიო ოსკარი (2010)
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ჟან-ლიუკ გოდარი (ფრანგ. Jean-Luc Godard [ʒɑ̃lyk gɔˈdaʀ]; დ. 3 დეკემბერი, 1930, პარიზი — გ. 13 სექტემბერი, 2022, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი და შვეიცარიელი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი; მიიჩნევა „ფრანგული ახალი ტალღის“ (Nouvelle Vague) ერთ-ერთ დამფუძნებლად.

ბიოგრაფია

დაიბადა პარიზში, ფრანგი-შვეიცარიელი მშობლების ოჯახში. სწავლობდა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, რომერის ლიცეუმში, შემდეგ კი სორბონში, ეთნოგრაფიას.

1950 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა კინოში. სორბონში გოდარი დაუახლოვდა ახალგაზრდა კინორეჟისორთა და თეორეტიკოსთა ჯგუფს, რომლებთან ერთადადც ჩაუაყარა საფუძველი „ახალ ტალღას“. ორსონ უელსის „ეშმაკის მიერ ხელდასმულის“ გავლენით, გოდარმა გადაიღო მისი პირველი, მთავარი სრულმეტრაჟიანი ფილმი „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“ (1960), ჟან-პოლ ბელმონდოსა და ჯინ სებერგის მონაწილეობით. ფილმმა ნათლად გამოხატა „ფრანგული ახალი ტალღის“ სტილი და გააერთიანა ციტატა პოპ-კულტურის რამდენიმე ელემენტიდან, განსაკუთრებულად ამერიკული კინო.

გოდარის ფილმები ჰოლივუდის კინემატოგრაფიაში დამკვიდრებული კლიშეების გამოწვევა იყო და მას ხშირად ახალი ტალღის კინორეჟისორთაგან ყველაზე რადიკალურად მიიჩნევდნენ. მისი ფილმები გამოხატავენ მის პოლიტიკურ იდეოლოგიას ისევე როგორც მის ცოდნას კინოს ისტორიისა. ასევე, მისი ფილმები ხშირად ეგზისტენციალიზმისა და მარქსისტული ფილოსოფიის ციტირებას ახდენს. მისმა რადიკალურმა შეხებამ კინოს ჩვეულ ფორმასთან, პოლიტიკამ და ფილოსოფიამ, ის აქცია „ფრანგული ახალი ტალღის“ ყველაზე გავლენიან კინორეჟისორად. ის ინსპირაცია იყო ისეთი სხვადასხვაგვარი რეჟისორებისა როგორებიც არიან კვენტინ ტარანტინო, მარტინ სკორსეზე, ბერნარდო ბერტოლუჩი, არტურ პენი, რიჩარდ ლინკლეიტერი, გრეგ არაკი, ჯონ ვუ, მაიკ ფიგისი, რობერტ ოლტმენი, სტივენ სოდერბერგი, რიჩარდ ლესტერი, ჯიმ ჯარმუში, რაინერ უერნერ ფასბინდერი, ბრაიან დე პალმა, ოლივერ სტოუნი და კენ ლოუჩი. 2002 წელს პუბლიკაცია „Sight and Sound“-ის ამომრჩეველთა ხმის მიცემით, ყველა დროის 10 საუკეთესო რეჟისორს შორის გოდარი რიგით მესამე ადგილით შეაფასეს.

გარდაიცვალა 2022 წლის 13 სექტემბერს 91 წლის ასაკში.[1]

ფილმოგრაფია

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted