საგურამოს ქედი
იერსახე
საგურამოს ქედი | |
---|---|
საგურამოს ქედის ხედი სამხრეთიდან საგურამოს ქედის ხედი სამხრეთიდან | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | საგურამო |
სიმაღლე | 1392 მ |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი, ქვიშაქვა, თიხა |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
საგურამოს ქედი, კუხეთის მთა — საშუალო სიმაღლის განედური ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს იალნოს ქედის დასავლეთ გაგრძელებას. უმაღლესი ადგილია მთა საგურამო (1392 მ). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებით). იალნოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. კალთებზე შერეული ფოთლოვანი ტყეებია (შემონახულია რელიქტური კოლხური ქვეტყის — ბაძგი, სურო, ბზა), თხემზე — მეორეული სუბალპური მდელოები. საგურამოს ქედზე დგას ზედაზნის მონასტერი.
ლიტერატურა
- ჩანგაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 620.