სავათი
სავათი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Otis tarda (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
ქვესახეობები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს მოწყვლადიIUCN 3.1 Vulnerable : 22691900 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
სავათი (ლათ. Otis tarda) — დიდი ზომის ფრინველი სავათისნაირთა რიგისა. გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, ნაწილობრივ მოზამთრეობისას. მათი გადაფრენა იწყება დეკემბრიდან და გრძელდება თებერვლამდე. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება შირაქის ველზე და ივრისა და ალაზნის ირგვლივ მყოფ ველების ნახევრად უდაბურ ადგილებში, მცირე რაოდენობითაა მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, აგრეთვე მდინარე რიონის დაბლობის ზოგიერთ ადგილებში. ბინადრობს ველ-მინდვრებზე, ზეგნებზე, ყამირ მიწებზე. ბუდობს წყვილებად ან მცირერიცხოვან გუნდებად. მაისში დებს 1-6 (ჩვეულებრივ 2) კვერცხს. ინკუბაცია 1 თვემდე გრძელდება. იკვებება მცენარეთა თესლით, ტუბერებით და სხვა, უფრო იშვიათად — მწერებით, მღრღნელებით. ყამირი მიწების ათვისებისა და ბრაკონიერული ნადირობის გამო მეტად იშვიათი გახდა. შეტანილია „წითელ წიგნში“. მის მოსაპოვებლად საჭიროა მსხვილი საფანტის (0 ან 00) ან ფინდიხის გამოყენება.[1]
ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 635.
- გ.აბულაძე, ნ.ღამბარაშვილი, ვ.ბურჯანაძე, შ.ჩახანაშვილი, პ.ჟორდანია, ნ.ლომსაძე, ლ.გუნიავა, დ.ახრახაძე, გ.ზახაროვი; „მონადირის ცნობარი“, თბ. 1969.
სქოლიო
- ↑ „მონადირის ცნობარი“, გვ. 29-30.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted