სავათისნაირნი
იერსახე
სავათისნაირნი (ლათ. Otidiformes) — ფრინველთა რიგი. მოიცავს ერთი ოჯახის (სავათისებრნი) 11 გვარის 26 სახეობას. მათი მასა 1–16 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულნი არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში მიმოფრენისას ან მოზამთრედ გვხვდება სავათი და სარსარაკი. დებენ 1–6 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 20–25 დღე-ღამე. იკვებებიან სხვადასხვა სახის მწერებით, მცენარეებითა და იშვიათად მღრღნელებით.
ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 635.