საკანონმდებლო იუანი
იერსახე
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/84/ROC_Legislative_Yuan_Seal.svg/langka-300px-ROC_Legislative_Yuan_Seal.svg.png)
საკანონმდებლო იუანი — ტაივანის (ჩინეთის რესპუბლიკა) ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო. მისი საქმიანობა ეფუძნება სუნ იატსენის მიერ შემუშავებულ სამ სახალხო პრინციპს. საკანონმდებლო იუანი შედგება 113 წევრისაგან, რომელთაც ირჩევენ 4 წლის ვადით.
ჩინეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია ძალაში შევიდა 1947 წლის 25 დეკემბერს, ხოლო საკანონმდებლო იუანის პირველი სხდომა გაიმართა იმჟამინდელ დედაქალაქ ნანკინში. დეპუტატების რაოდენობა 760-ს შეადგენდა.
რესურსები ინტერნეტში
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/langka-35px-Commons-logo.svg.png)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: