შინაარსზე გადასვლა

სასირეთი (კასპის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

სოფელი
სასირეთი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted


Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
[[მხარე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მხარე]] შიდა ქართლის მხარე
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] კასპის მუნიციპალიტეტი
თემი თელიანი
შიდა დაყოფა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მმართველი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი ხსენება [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ცენტრის სიმაღლე 610
ოფიციალური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოსახლეობა 494[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საფოსტო ინდექსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საავტომობილო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სასირეთისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, თელიანის თემში.[1] მდებარეობს მდინარე თეძმის ხეობაში. ზღვის დონიდან 610 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.

ისტორია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი სასირეთი ანტიკური ხანის სოფელია. მდებარეობს მდინარე თეძმის ხეობაში, თეძმის და მტკვრის შესართავთან.

სოფლის სახელწოდება სასირეთი სავარაუდოდ ჩიტის ძველქართული სახელწოდებისგან სირისგან წარმოიშვა, რადგან ამ სოფლის ჭალებში ოდითგანვე ძალიან ბევრი სახეობის ფრინველი ბინადრობდა. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელს სახელი სასირეთი ფრინველის „სირის“ შემოსევის შემდეგ დაერქვა. აღნიშნული ფრინველის შემოსევა „დიდოსტატის მარჯვენაშიც“ არის აღწერილი. გადმოცემის თანხმად ე. წ. სასირე მახეები მდინარე თეძმის პირას დააგეს და სოფელს მას შემდეგ ეწოდა სასირეთი.

ამ სოფლის მკვიდრი იყო სახელგანთქმული გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. სოფელში მისი სახელობის სახლმუზეუმია განთავსებული. მუზეუმში დაცულია სახელგანთქმული გენერლის და XX საუკუნის გიორგი სააკაძედ წოდებული მხედართმთავრის საოჯახო ნივთები, ფოტო სურათები, წერილები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

სასირეთის ბრძოლა

1047 წელს სასირეთის ჭალებში ბაგრატ მეოთხესა და ლიპარიტს ბაღვაშს შორის ბრძოლა გაიმართა. ბაგრატ IV-მ ვერ გაუძლო ლიპარიტის მრავალრიცხოვანი ჯარის შემოტევას და დამარცხდა. სასირეთის ბრძოლა საქართველოს ისტორიაში მეფესა და დიდებულებს შორის არსებული შინაკლასობრივი ბრძოლების მნიშვნელოვან ეპიზოდადაა მიჩნეული.

სოფელში დგას XVI-XVIII საუკუნეებში აგებული კოშკი და XIX საუკუნეში აგებული ბაზილიკის სტილის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელშიც ადგილობრივი თავადები შარვაშიძეები არიან დაკრძალული.[2]

სასირეთის განძი

1930 წელს სოფელში აღმოჩენილი იქნა ძვ. წ. XII საუკუნის I ნახევრით დათარიღებული განძი. ოქროს დისკო, ბრინჯაოს ნივთები. კოლხური ცული, ცენტრალური ამიერკავკასიის ტიპის ცული, სატეხი, სატევარი, ლაგამი, გედისა და ჯიხვის თავის სკულპტურული გამოსახულებები, 2 ნაწილისაგან შედგენილი ბალთა; სახურავიანი სამფეხა ჭურჭელი, რომლის ცენტრში ფრინველის სკულპტურული გამოსახულებაა. ნივთები დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 494 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 619 283 336
2014[1] 494 248 246

სასირეთის სკოლა

სოფელში არსებული საჯარო სკოლა 1919 წელს გენერალმა მაზნიაშვილმა დააარსა, რის გამოც სკოლას მისი სახელი მიენიჭა. სკოლასთან ერთად გენერალმა ბიბლიოთეკაც ააშენა. გიორგი მაზნიაშვილი სკოლის კურსდამთავრებულ ნიჭიერ ახალგაზრდებს თავისი სახსრებით უმაღლეს სასწავლებელში გზავნიდა. სწორედ მისი წყალობით მიიღო უმაღლესი განათლება მწერალმა ელიზბარ მაისურაძემ. სკოლაში ოთხი სოფლის სასირეთის, თელიანის, ბარნაბიანთკარის და გრაკლის მაცხოვრებლები სწავლობენ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. მაკალათია ს. თეძმის ხეობა. თბ., 1959. გვ. 9-10
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted