შინაარსზე გადასვლა

საქართველო-იმერეთის გუბერნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველო-იმერეთის გუბერნია
გუბერნია
ფაილი:Flag of None.svg
 
ფაილი:Flag of None.svg
 
ფაილი:Flag of None.svg
1 იანვარი 184114 დეკემბერი 1846 ფაილი:Coat of arms of Tiflis Governorate 1878.svg
 
ფაილი:Coat of Arms of Kutais Governorate.png
ესკიზის შექმნის შეცდომა:
გერბი
დედაქალაქი ტფილისი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

საქართველო-იმერეთის გუბერნია (რუს. Грузино-Имеретинская губерния) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1841-1846 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ტფილისი.

ისტორია

შეიქმნა საქართველოს გუბერნიის, სომხეთის ოლქისა და იმერეთის ოლქის გაერთიანების შედეგად ნიკოლოზ I-ის ბრძანებით[1] 1840 წლის 10 აპრილს, ხოლო ძალაში შევიდა 1841 წლის 1 იანვარს. 1841 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ამიერკავკასიის მხარე შედგებოდა შემდეგი მიწებისაგან: 1) ქართლი; 2) იმერეთი, გურია, სამეგრელო, სვანეთი, აფხაზეთი; 3) სომხეთის ოქი; 4) ჯარ-ბელქანის ოლქი; 5) შირვანის პროვინცია; 6) ყარაბაღის პროვინცია; 7) შაქის პროვინცია; 8) ტალიშის სახანო; 9) ბაქოს პროვინცია; 10) დარუბანდის პროვინცია; 11) ყუბანის პროვინცია; 12) სამურის ოკრუგი; 13) ტარკის საშამხლო; სახანოები: ავარიის, კიურა-კაზი-კუმის, მეხთულინის და ლეზგინთა მიწებისაგან[კ 1]. აღნიშნული ტერიტორია დაიყო საქართველო-იმერეთის გუბერნიად და კასპიის ოლქად.

1841 წელს ახლადშექმნილი საქართველო-იმერეთის გუბერნია დაიყო 11 მაზრად (სამეგრელო, სვანეთი და აფხაზეთი კვლავინდებურად დამოუკიდებელ ერთეულებს წარმოადგენდა):

# გუბერნიის მაზრები ადმინისტრაციული ცენტრები მაზრების გერბები
1 ტფილისის მაზრა ტფილისი ფაილი:Coat of Arms of Tifliski Uyezd (1843).jpg
2 გორის მაზრა გორი ფაილი:Coat of Arms of Gori Uyezd (1843).jpg
3 თელავის მაზრა თელავი
4 ბელაქნის მაზრა ზაქათალა
5 ქუთაისის მაზრა ქუთაისი ფაილი:Coat of Arms of Kutaisi Uyezd (1843).jpg
6 ელიზავეტპოლის მაზრა ელიზავეტპოლი ფაილი:Coat of Arms of Elizavetpol Uyezd (1843).jpg
7 ალექსანდროპოლის მაზრა ალექსანდროპოლი ფაილი:Coat of Arms of Alexandropolski Uyezd (1843).jpg
8 ერივანის მაზრა ერივანი ფაილი:Coat of Arms of Erivanski Uyezd (1843).jpg
9 ნახიჩევანის მაზრა ნახიჩევანი ფაილი:Coat of Arms of Naxichevanski Uyezd (1843).jpg
10 ახალციხის მაზრა ახალციხე
11 გურიის მაზრა ოზურგეთი

1842-1843 წლებში თელავის, თბილისის და გორის მაზრებს გამოეყოთ მთიანი რეგიონები და ჩამოყალიბდა შემდეგი ოკრუგები:

  1. თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგი - შედგებოდა თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნებისაგან;
  2. მთიულეთის ოკრუგი - შედგებოდა ხევის, მთიულეთისა და ქსნის უბნებისაგან; ცენტრი — ქვეშეთი
  3. ოსეთის ოკრუგი - შედგებოდა ჯავის, პატარა ლიახვის და ნარის უბნებისაგან (ნარის უბანი ტფილისის გუბერნიას 1859 წლის 19 ივნისს ჩამოეჭრა იხ. ბრძ. 34641). ცენტრი — ჯავა.

სამივე უკრუგს ჰყავდა თავთავისი სპეციალური მმართველი, ხოლო ამის გარდა სამივეს ერთად დაენიშნა სპეციალური მეთვალყურე - მთავარი ნაჩალნიკი საქართველო-იმერეთის გუბერნიის მთიელი ტომებისა, რეზიდენციიტ ქვიშეთში.

1842 წელსვე ბელაქანის მაზრას შეეცვალა სახელი ბელაქნის ოკრუგით, ხოლო 1844 წლის აპრილის თვეში საერთოდ ჩამოშორდა საქართველო-იმერეთის გუბერნიას და დაექვემდებარა ჭარ-ბელაქნის ოკრუგის სამხედრო ნაჩალნნიკს, რომელსაც მიენიჭა უფლებები: სამოქალაქო საქმეებში გუბერნატორის, ხოლო სამხედრო სამეებში დივიზიის ნაჩალნიკის.

1844 წლის ნოემბერში თელავის მაზრა დაიყო თელავის და სიღნაღის მაზრებად.

საქართველო-იმერეთის გუბერნია გაუქმდა 1846 წლის 14 დეკემბერს[2], მის ადგილას ჩამოყალიბდა თბილისის, ქუთაისის, შემახისა და დერბენტის გუბერნიები[3].

კომენტარები

  1. § 1. Закавкаский кай составляют земли, лежащия мужду Черным и Каспииским Морями, и именно: 1) Грузия; 2) Имеретия с Гуриею, Мингрелию, Свнетиею и Абхазиею; 3) Область Армянская; 4) Область Джаробелоканская; 5) Провинция Ширванская; 6) Провинция Карабахская; 7) Провинция Шекинская; 8) Ханство Талышинское; 9) Провинция Бакинская; 10) Провинция Дербентская; 11) Провинция Кубинская; 12) Округ Самурский; 13) Шамхалсство Тарковское; Ханства: Аварское, Кюра-Казы-Кумикское и Мехтулинское, и земли Лезгин. § 2. В порядке управления Закавкасскй край образует одну губернию, под наименованием Грузино-Имеретинской, и одну оласть, под наименрванием Каспийской, с особым военно-окружным управлением. § 3. Губерния и область разделяются на уезды, а уезды на участки. § 4. Губурния Грузино-Имеретинская разделяется на одинадцать уездов, именно: Тифлиский, Горийский, Телавский, Белоканский, Кутаиский, Елисаветпольский, Александрапольский, Эриванский, Нахичеванский, Ахалцыхский и Гурийский.

სქოლიო

  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XV, ук. 13368, ст. 237
  2. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XXI, ук. 20.701, ст. 647
  3. § 1. Закавказский край, впорядке общаго управления, разделяется на 4 губернии: Тифлисскую; Кутаисскую, Шемахинскую и Дербентскую

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted