საქართველო (ჟურნალი)
იერსახე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი „საქართველო“ — ქართული ყოველკვირეული ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი. გამოდიოდა 1908 წელს თბილისში. რედაქტორ-გამომცემელი — ვ. გუნია. აშუქებდა საქართველოს ეროვნულ საკითხებს. თანამშრომლობდნენ ვ. წერეთელი, მ. წერეთელი, მ. ჯანაშვილი, დ. დეკანოზიშვილი და სხვები. იბეჭდებოდა ა. წერეთლის, ნ. ლორთქიფანიძის, ს. შანშიაშვილის, ი. გრისაშვილის და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებები. ოსკარ შმერლინგის, დ. კაკაბაძის, ს. შანშიაშვილის, ა. გოგიაშვილისა და სხვათა კარიკატურები და სურათები. დაიხურა ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 171.