ტარიელ საყვარელიძე
ტარიელ საყვარელიძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების სახელი | ტარიელ საყვარელიძე |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | მსახიობი |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ტარიელ იოველის ძე საყვარელიძე (დ. 20 აპრილი, 1923, ზესტაფონი — გ. 23 აპრილი, 1993, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967).
ბიოგრაფია
1941–1946 წლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო; 1947 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ასრულებს როგორც დრამატული,ისე სახასიათო როლებს. მნიშვნელოვანი როლები: მეფე ერეკლე (გოთუას „მეფე ერეკლე“ ), ჭუჭა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ ), მანუჩარი (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“ ), დე სილვა და დე სანტოსი (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ ), გრაფი შრუზბერი (ფრიდრიხ შილერის „მარიამ სტიუარტი“ ), კლარენსი, კაპულეტი, მაკბეთი (უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამე“ , „რომეო და ჯულიეტა“ , „მაკბეთი“ ), კრეონი (ევრიპიდეს „მედეა", სოფოკლეს „ანტიგონე“ ), ნაპოლეონი (სარდუსა და მოროს „მადამ სან-ჟენი“ ). დავანაძე, ქალაქის თავი (ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ ), დარისპანი (დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ ).
საყვარელიძე მხატვრული კითხვის ოსტატიც იყო, მოღვაწეობდა ქართულ ესტრადაზე.
ფილმოგრაფია
- 1958: „მამლუქი“ (ნაპოლეონ ბონაპარტე) რეჟ. დავით რონდელი
- 1959: „მტრობა“ (ანიმაციური ფილმი) რეჟ. არკადი ხინთიბიძე
- 1960: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (ილია) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1967: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (კლასის ხელმძღვანელი) რეჟ. დავით რონდელი
- 1970: „დიდოსტატის მარჯვენა“ რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
- 1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1978: „დათა თუთაშხია“ (გლეხი) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკია
ნათამაშები როლები
მარჯანიშვილის თეატრი
- ლევან გოთუას „მეფე ერეკლე“ (მეფე ერეკლე)
- ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ (ჭუჭა)
- პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“ (მანუჩარი)
- კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ (დე სილვა და დე სანტოსი)
- ფრიდრიხ შილერის „მარიამ სტიუარტი“ (გრაფი შრუზბერი)
- უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამე“ (კლარენსი)
- უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (კაპულეტი)
- უილიამ შექსპირის „მაკბეთი“ (მაკბეთი)
- ევრიპიდეს „მედეა“ (კრეონი)
- სოფოკლეს „ანტიგონე“ (კრეონი)
- სარდუსა და მოროს „მადამ სან-ჟენი“ (ნაპოლეონი)
- ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ (დავანაძე, ქალაქის თავი)
- დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ (დარისპანი)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1967: საქართველოს სახალხო არტისტი
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 203.