სერო-პატაპო
სერო-პატაპოს ნანგრევები წარმოადგენს ქალაქის ნარჩენებს, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე, დღევანდელ ქალაქ ჩიკლაიოსთან ახლოს. იგი მიეკუთვნებოდა უარის კულტურას. მისი აღმოჩენა 2008 წლის 16 დეკემბერს მოხერხდა.[1] ეს ნანგრევები, ჩიკლაიოდან 23 კილომეტრის მოშორებითაა და გადაჭიმულია 4,8 კმ-ის სიგრძეზე.[2] ნანგრევები წარმოადგენს პირველ დამადასტურებელ საბუთს იმისას, რომ უარის კულტურის გავლენა ჩრდილოეთ პერუს ტერიტორიებზეც ვრცელდებოდა. ეს კოლუმბამდელი ცივილიზაცია, როგორც მანამადე იყო ცნობილი, სამხრეთ პერუს ტერიტორიაზე ყვაოდა ახ. წ. VII-XII საუკუნეებში.
ამავე ტერიტორიაზე, აღმოაჩინეს მუმია, რომელიც ასევე უარის კულტურას ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ ნანგრევები საკმაოდ შენახული და კარგ მდგომარეობაშია, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია კოლუმბამდელი ცივილიზაციების შესწავლაში. [1][2]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted