უაინა-პიქჩუ
უაინა-პიქჩუ (კეჩ. – ახალგაზრდა მთა) — მთა პერუში. მის ძირში მიედინება მდინარე ურუბამბა. იგი მაღლიდან გადმოჰყურებს და ორ ნაწილად ყოფს ინკების დაკარგულ ქალაქს – მაჩუ-პიქჩუს. ინკებმა ამ მთაზე გზა გაიყვანეს და მის მწვერვალზე ააშენეს ტაძარი და ტერასები. უაინა-პიქჩუ ზღვის დონიდან 2 720 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მაჩუ-პიქჩუზე 360 მეტრით მაღლა.
ადგილობრივი გიდების გადმოცემით, ეს მთა იყო უმაღლესი ქურუმისა და ადგილობრივი ქალწულების საცხოვრებელი ადგილი. ყოველ დილას, მზის ამოსვლის წინ, უმაღლესი ქურუმი ფეხით ჩადიოდა მაჩუ-პიქჩუში და ზარს რეკდა, რაც ახალი დღის დადგომის ნიშანი იყო. მთის კალთაზე, სიმაღლით მაჩუ-პიქჩუზე დაბლა, მდებარეობდა მთვარის ტაძარი, ერთ-ერთი მაჩუ-პიქჩუს არეალის სამ უმთავრეს ტაძართაგან.[1]
რესურსები ინტერნეტში
- უაინა-პიქჩუ, perucultural.org.pe Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ The Temple of the Moon. Peru Culture. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-13. ციტირების თარიღი: 2010-12-05.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted