შინაარსზე გადასვლა

სიმძლავრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი თარგი:ინფოდაფა ფიზიკური სიდიდე სიმძლავრე (აღნიშვნა: P) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც იზომება დროის ერთეულში შესრულებული მუშაობით.

თუ მუშაობა თანაბრად სრულდება, მაშინ სიმძლავრეს განსაზღვრავენ P=Et ფორმულით, სადაც E არის t დროში შესრულებული მუშაობა. ზოგად შემთხვევაში P=dEdt, სადაც dE არის dt ელემენტარული დროის შუალედში (ჩვეულებრივ 1 წმ-ში) შესრულებული ელემენტარული მუშაობა. SI სისტემაში სიმძლავრე იზომება ვატებით (ვტ); 1 ვტ= 1 ჯ/წმ, CGS სისტემაში კი — ერგ/წმ. ტექნიკაში იყენებენ აგრეთვე სიმძლავრის სისტემის გარეშე ერთეულს — ცხენის ძალას (ც. ძ.).

გაზომვის ერთეულები

SI ერთეულთა სისტემაში, სიმძლავრის საზომ ერთეულს წარმოადგენს ვატი, რომელიც უტოლდება ჯოულს, გაყოფილს წამზე.

სხვა, სიმძლავრის საზომი, გავრცელებული ერთეულია ცხენის ძალა.

სიმძლავრე, მექანიკაში

თუ მოძრავ სხეულზე მოქმედებს ძალა, მაშინ ეს ძალა ასრულებს მუშაობას. სიმძლავრე, ამ შემთხვევაში გამოითვლება ფორმულით:

P=Fvcosα

F — ძალა, v — სიჩქარე, α კუთხე ძალისა და სიჩქარის ვექტორებს შორის.

ელექტრული სიმძლავრე

მყისიერი ელექტრული სიმძლავრე

მყისიერი ელექტრული სიმძლავრე, კონკრეტულ ელექტრო-ქსელის ელემენტზე განისაზღვრება შემდეგი წესით:

P=IU

სადაც I და U; - დენის ძალის და ძაბვის მყისიერი მნიშვნელობაა ამ ელემენტზე.

თუ ქსელის ელემენტს წარმოადგენს რეზისტორი, რომლის ელექტრო წინაღობაა R, მაშინ ვსარგებლობთ ფორმულით:

P=I2R=U2R

მუდმივი დენის სიმძლავრე

მუდმივი დენის შემთხვევაში საშუალო სიმძლავრე გამოითვლება შემდეგნაირად:

P=IU=I2R=U2R

ლიტერატურა

თარგი:ავტორიტეტული წყაროები